http://www.ipress.ge/new/80104-gayiduli-ta...as-tsinaaghmdegგაყიდული თამაშები "ზუგდიდში" - ბრალდება ფაქტების გარეშე და ნარმანია პერტაიას წინააღმდეგ
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ ეროვნული ლიგა 2-ის აუტსაიდერია. სეზონის ნახევარზე მეტი უკვე გავიდა და კლუბს მხოლოდ ორი მოგებითა და 8 ქულით ბოლო ადგილი უკავია. თუ მეგრელები ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევენ, ისინი, გასული წლის მსგავსად, ისევ გავარდებიან ერთი რანგით დაბალ ლიგაში.
როგორც ჩანს, კლუბი პრობლემების სათავეს ეძებს. სულ ცოტა ხნის წინ „ზუგდიდში“ ისევ მოიყვანეს ახალი ფეხბურთელები, თუმცა გუნდი სკანდალში გაეხვა. 4 აპრილს, „სამგურალსა“ და „ზუგდიდს“ შორის გამართული მატჩი 4:1 დასრულდა. მოგვიანებით, ამ შეხვედრაში გარიგების ბრალდებით, რამდენიმე ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელობამ დროებით საწვრთნელ პროცესს ჩამოაშორა, მაგრამ კლუბიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ფეხბურთელია დათხოვნილი.
„აიპრესს“ ნიკა ნარმანია დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ გუნდიდან მოკვეთეს. როგორც ფეხბურთელს უთხრეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან კლუბში წერილი მივიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს ფეხბურთელი საეჭვო იყო და ის მწვანე მინდორზე არ უნდა გაეკარებინათ. მიუხედავად რამდენიმე მოთხოვნისა, ფეხბურთელს ეს წერილი არავინ უჩვენა, სამაგიეროდ, 24 აპრილს, სფფ-ში გაგზავნილი წერილი მისცეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნიკა ნარმანია და დათა ქირია, „სამგურალთან“ საეჭვო ქმედებების გამო საწვრთნელი პროცესიდან ჩამოშორებულები იყვნენ, ვიდრე გუნდში შესწავლის პროცესი არ დასრულდებოდა
http://www.ipress.ge/new/80150-zugdidis-di...-uaryofen-egeniსაფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" სკანდალშია გახვეული. კლუბიდან გაშვებული ფეხბურთელი, ნიკა ნარმანია გუნდს ღირსების შელახვაში ადანაშაულებს, მათგან საჯარო ბოდიშსა და კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს.
ფეხბურთელის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ ის გარიგებულ თამაშში ისე დაადანაშაულა, ეს არ დაუმტკიცებია და ამასთან, "ზუგდიდის" განცხადებით, მათ ნარმანაისთან დაკავშირებით წერილი ფედერაციისგან მიიღეს, რასაც ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში უარჰყოფენ.
ეს ფაქტი ფეხბურთელთან უარჰყო სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, კლუბის დირექტორი, რევაზ პერტაია კი "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ცრუობს და მათ, კიტრებიც რომ ჩააცვან, იმასაც უარჰყოფენ.