ლელოს კლონში ზესტაფონის მენეჯერის ინტერვიუა. ასეთს ვკითხულობთ:"მინდა, მადლობა გადავუხადო ჯაბა დვალს. მისმა მენეჯერმა სოსო გრიშიკაშვილმა პირადად მაჩვენა რუსული პირველი ლიგის კლუბ "სახალინისგან" გამოგზავნილი, გამზადებული კონტრაქტი. ჯაბას იმაზე მეტი ხელფასი ექნებოდა "სახალინში", ადრე რომ ჰქონდა "ზესტაფონში", თუმცა მან არ უღალატა სიტყვას - იცის, რომ დღეს ეს გუნდი მასზე დგას."
კი მაგრამ დვალი, რომ წასულიყო სიტყვის გატეხა რატომ იქნებოდა? კლუბმა არ გატეხა პირველმა სიტყვა ხელფასები რომ შეამცირა?
იგივე სულისკვეთებითაა შემდეგი წინადადება: "თემურ ღონღაძის წასვლამ ძალიან დამწყვიტა გული. მანამდე ის ელაპარაკა გია გეგუჩაძეს და უთხრა, რომ ჰქონდა რაღაც ვარიანტი, თუმცა "ჩიხურა" არ უხსენებია. დამირეკა საჩხერეში თამაშის შემდეგ და მითხრა, "ჩიხურაში" მივდივარო.
მართლა გამიკვირდა. ახალი კონტრაქტით მას ჰქონდა წასვლის უფლება, მაგრამ მაინც... "
_______________________________________________________________________________________________________________________________
ლელოს კლონში ოთარ მამასახლისის "შემოქმედება" დაბეჭდეს.
TimeLine: ლექსები და გამოცანები ქართველ კალათბურთელებზე
სიცხის ბრალია თუ რედაქცია შვებულებაშია?