GreenWestHam
შენ გგონია მაგის ასაკი არ ვიცი?

)))))))))
ხელი დამეჭირა 3 იანს მართლა.. შეცვლიან
* * *
http://worldsport.ge/Read.aspx?news=41954&...s=show#commentsუფრო სტაჟიან ქომაგებს დააინტერესებთ --------------
მართალია, ვინ ჩემი შIრიაო ზოგმა მიმიწერა მარა მაინც... არ მიკვირს

ინტერვიუ მანოლოსთან - "მანოლო ელ დელ ბომბო" განუყრელი დოლით თბილისშია
ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გულშემატკივარია. წლების წინ გაითქვა სახელი და მთელი მსოფლიო იცნობს. მისი სახელ-გვარი მანოლო კასერესია, თუმცა ყველა მანოლოს ეძახის. ან, "მედოლე მანოლოს" ("მანოლო ელ დელ ბომბო"). ამ კაცს მთელი მსოფლიო მოვლილი აქვს თავისი განუყრელი დოლით და ესპანეთის ნაკრების 12-ნომრიანი მაისურით. მოკლედ, ლეგენდარული კაცია.
63 წლის მანოლო, "დინამო არენაზე" ესპანეთის ნაკრების ვარჯიშს უყურებდა. ბოლო 35-40 წლის "ფურია როხას" თითქმის არცერთი მატჩი არ გაუცდენია. მხოლოდ ერთხელ, 2010 წლის მუნდიალზე ვერ დაესწრო ესპანეთ-პარაგვაის (1:0) მეოთხედფინალს, ისიც იმიტომ, რომ ძალიან შეუძლოდ გახლდათ. მანოლომ 1987 წელს მეუღლე მიატოვა. არჩევანის გაკეთება მოუწია - ფეხბურთი, ან ოჯახი. მან ფეხბურთი არჩია.
"მსოფლიო სპორტი" მანოლოს გაესაუბრა:
- რა იცით ქართულ ფეხბურთზე?
- ვიცი, რომ ქართველები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. მე კი ამას ძალიან ვაფასებ. ესპანეთის ნაკრები ხომ სწორედ ტექნიკით გამოირჩევა.
- რომელიმე ქართველ ფეხბურთელს ხომ ვერ გაიხსენებთ?
- სამწუხაროდ, ვერა.
- რამდენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ხართ ნამყოფი?
- 8 მსოფლიოსა და 6 ევროპის ჩემპიონატზე. სტატისტიკას არ ვაწარმოებ, მაგრამ 400-ზე მეტ თამაშს დავსწრებივარ.
- ესპანური კლუბებიდან, როგორც ვიცით, "ვალენსიასა" და "სარაგოსას" გულშემატკივრობთ.
- დიახ, ასეა. ბავშვობაში მხოლოდ "სარაგოსას" ვქომაგობდი, შემდეგ კი ვალენსიაში გადავსახლდით და ამ ქალაქის კლუბსაც ვგულშემატკივრობ. როცა "ვალენსია"-"სარაგოსას" მატჩია? ოო, ამ დროს კი არჩევანს ვერ ვაკეთებ.
- საქართველოსთან მატჩზე რას ფიქრობთ?
- მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა ბოლო სამი დიდი ტურნირი მოიგო, მაინც ძნელი მატჩი იქნება. საერთოდ, პროგნოზის გაკეთება არ მიყვარს.
- ესპანეთის ნაკრებში თქვენი უსაყვარლესი ფეხბურთელი რომელია?
- ყველა. გამორჩევა წარმოუდგენელია.
ილია ნანობაშვილი
რუსუდან ჭუმბურიძე
შესაშურად იასპარეზა ჭეშმარიტმა ოსტატმა მაიკლ ჯორდანმა...