მოკლედ რა დისკუსია გავმაზე და რა გადაცემას ვერ ვესწრები

სულით და გულით მანდ ვარ და ყველა ზესტაფონელივით განვიცდი ამ ამბავს.
ცუდი თამაშისთვის ხელფასის განახევრების იდეას ვემხრობი, იმიტომ, რომ მეც არაერთხელ დავრჩენილვარ შეურაცხყოფილი ჩემი ფეხბურთელების უგულოდ თამაშით. ერთადერთი, რაც არ მომწონს, მთელი გუნდის ერთნაირად დასჯაა. მართლა რომ სულს და გულს აქსოვენ თამაშში, ის ბიჭები და ფუქსავატები ერთნაირად არ უნდა დაისაჯონ.
ყველაფერი გადავიკითხე და ყველაზე მეტად დიმას პოსტი დამამახსოვრდა, ფეხბურთელებისგან ქომაგების არდაფასებაზე.
ბაქოში ფეხბურთელების მაგივრად მე შემრცხვა, თამაშის მერე ქომაგები ფეხებზე რომ დაიკიდეს. მე იქ იმ ფეხბურთელებთან ერთად ჩავფრინდი. 40 წუთი მოვუნდით. ამ ხალხმა კიდე 27 საათი იმგზავრა საცოდავი ავტობუსით. თამაშის დაწყებამდე წუთებით ადრე ჩამოვიდნენ და როგორც მორჩა, ეგრევე ავტობუსში დაბრუნდნენ კიდევ 27 საათი სამგზავროდ.
საყვარელი გუნდის ჩაჯმული თამაშით და რაც მთავარია საყვარელი ფეხბურთელების ცხვირის აბზუებით გულმოკლულები და დაბოღმილები.