მოგესალმებით მეგობრებო,
იქნება ალბათ ორი წელი რაც ზესტაფონს ვგულშემატკივრობ, ხშირად ვკითხოლობ აქ თქვენ პოსტებს, სტადიონზეც შევხვდრილვართ და ერთი სიტყვით დაუსწრებლად გიცნობთ.
ერთადერთი მიზეზი რატოც გავადწყვიტე დაპოსტვა არის ის რომ ერთი განსხვავებული აზრი ვერ ვნახე და როგორც წესი ეს კარგის ნიშანი არ არის

მიუხედავად იმისა რომ მართლაც შესაშურად გიყვართ თქვენი გუნდი, ამ შემთხვევაში მგონია რომ მწარედ ცდებით.
რამოდენიმე კუთხით ვცადე ამ საკითხისთვის შემეხედა და ყოველთვის ერთ დასკვამდე მივდივარ.
1. სამართლებრივი კუთხით მთლად სახარბიელოდ არ არის საქმე. ჩემი აზრით კლუბი არღვევს კონტრაქტით აღებულ ვალდებულებეს როდესაც უკვე მეორედ უნახევრებს მთელ გუნდს ხელფასებს. შეიძლება აქ ვინმე შემომედავოს მაგრამ ისიც ხომ ცხადია რომ ეს საკითხი როგორც მინიმუმ სადაოა და არა ასე ცალმხრივად გადასაწყვეტი.
2. ახლა მორალური მხარე: ძალიან ბევრს ლაპარაკობთ სიყვარულზე მაგრამ ამ სიყვარულში სამწუხაროდ ბევრია ეგოისტური და კერპთაყვანისმცემლური ნიშნები. კერპტაყვანისმცემლური იმიტომ რომ არაფერი არ უნდა გიყვარდეს ადამიანს ადამიანზე მეტად (პრინციპში ღმერთზე და ადამიანზე მეტად მაგრამ ზოგს ღმერთი სერთოდ არ წამს ამოტომ გამოვტოვე

) არც კლუბი არც ფეხბურთი და არც ქალაქი. ეგოისტური იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი რომლის მიმართაც სიყვარულს ავლენთ არის „მე“ (ან თქვენივე მოსაზრების გამზიარებელი თუნდაც 1000 სხვა ვინმე). შენ მეგობარო ფეხბურთელში მარტო შენი გულის გამხარებელს ხედავ (აქ შეიძლება გორის დილასთან და ბაქოსთან წაგებულზე დაკრული ტაში გამახსენოთ მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებით არაფერ შუაშია ეგ) იმის პრობლემები ფეხებზე გკიდია, უინტელექტოს და გაუნათლებელს ეძახი და თან თხოვ რომ შენზე ლოცვით გადაიტყავოს ფეხები და არ გამოვა ეგრე. იმიტომ კი არა რომ ვინმე ვინმეს ეჯიბრება. ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება და მაგიტომ. ბუნების კანონი კიდევ არის მარტივი სიყვარული და პატივისცემა ძალდატანებით არ მოდის, ეს არის ურთიერთობის და ერთმანეთის გაცნობის შედეგი. აქ ვისაც არ მობეზრდება რატის ლანძღავს და მერე კიდე გიკვირთ სიყვა შემომიბრუნაო. რატომ გგონიათ რომ რაღაც საოცრება მოხდა გადით აბა ერთი ქუჩაში და ვინმეს შეურაწყოფა მიაყენეთ და ნახავთ თუ არ დაგიბრუნებთ ხურდას, ბუნებრივია ეს ყველაფერი და იმიტომ, ამას ვერც გულშემატკივარის „სტატუსი“ შეცვლის და ვერც ვერაფერი დედამიწის ზურგზე. შეიყვარე ძმაო ფეხბურთელი დაუდექი გვერდში როცა ეს მას ჭირდება და არა შენ და დაინახავ მერე როგორ დაგიკრავს ტაშს თამაშის მერე და როგორ ირბენს მარტო შენი ხათრით და როგორი მოითმენს თქვენ ემოციურ შენიშვნებს. ასეთი სიყვარულის გამო არინ ის ფეხბურთელები თქვენ რომ ახსენეთ კლუბების ერთგულები და არა რაღაც განყენებული ცნების სიყვარულით. არ ვამტკიცებ იმას რომ თქვენ ხართ ყველაფერში დამნაშავე მაგრამ იცის ხომ ფაქტია რომ ფეხბურთელებიც არ არიან კაცობრიობის მტრები

.
და ამ საკითხშიც ისევე როგორც დანარჩენში კლუბის ცოდვები უფრო მეტია ვიდრე თქვენი და ფეხბურთელების. ნორმალური კლუბი უნდა ცდილობდეს გააერთიანოს გულშემატკივარი და ფეხბურთელები და არა დააცალკევოს. კლუბი არ შეიძლება იყოს ერთის მხარეს და დაივიწყოს მეორე. დღეს კი შეიძლება ადამიანს დარჩეს შთაბეჭდილება რომ კლუბი იყენებს გუშემატკივარს ფეხბურთელების წინააღმდეგ, არადა ფეხბურთი ფეხბურთელების გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია როგორც გულშემატკივარის გარეშე (თქვენივე მაგალითი რომ გამოვიყენოთ თეატრი წარმოუდგენელია როგორც მაყურებლების ისე მსახიობების გარეშე). არანაირი პირველი და მეორე ეს ერთი მთლიანის ორი მხარეა.3. ახლა პროფესიული კუთხით თუ შევხედავთ. გუნდს არასრულ 6 თვეში ორჯერ გამოეცვალა მწვრთნელი. გაუშვეს არა ერთი წამყვანი ფეხბურთელი, მაშინ როცა სხვა გუნდები მიზანმიმართულად ძლიერდებიან. ამ ყველაფერში ფეხბურთელები როგორც მინიმუმ დამნაშავე არ არინ

; და ის რომ მოედანზე არ დარბიანო არგუმენტად არ გამოდგება. თქვენ თუ მარტო სირბილის ან საბრძოლო ჟინის ყურება გინდათ შეგიძლიათ სპორტის სხვა სახეობებსაც გადაავლოთ თვალი

. ჩემი აზრით ზესტაფონი წლების მანძილზე იყო კლუბი რომეშლიც კლუბის წარმატება/წარუმატებლობის მიზეზებზე ხალხი სერიოზულად ფიქრობდა და დღეს კიდევ ვუბრუნდებით გაცვეთილ ქართულ თემას რომ ყველაფერში დამნაშავე არიან ფეხბურთელები რომლებსაც სირბილი ეზარებათ.
დაფიქრდით ხალხნო ამ საკითხზე და თუ მერეც თქვენი ერთსულოვნება ფეხბურთელების წინააღმდეგ მიმართული ისევ ნორმალურ საქმედ მოგეჩვენებათ მაშინ მე მაპატიეთ რომ მოგაცდინეთ

და თუ ცოდა მაინც გაიზიარებთ ამ აზრებს მაშინ იქნებ თქვენც დაეხმაროთ კლუბს ამ პრობლემის ადამიანურად მოგვარებაში.
როგორც ჩვენი უწმინდესი იტყოდა: ეშმაკი განაცალკევებს, ღმერთი აერთიანებს.
P.S. მაპატიეთ თუ ამ პოსტში რაიმე შეურაცმყოფელი ამოიკითხეთ. ძალიან მიყვარხართო მაგაზე თავს ვერ დავდებ მაგრამ სიძულვილითაც არ მძულხართ და თქვენი კარგი ყოველთვის გამეხარდება.