sviri2არა,რკინის ღობე ხო არის შემოვლებული ირგვლივ ის შეიღება მწვანე საღებავით


------------------------------------------------------------------------
უეფას რეიტინგში საქართველო 30-ე ადგილზე დაწინაურდა
წლეულს საქართველოს კლუბები უეფას ტურნირებზე წარმატებით ვერ გამოვიდნენ. მხოლოდ გორის "დილამ" მოახერხა ევროპის ლიგის პლეი ოფამდე გაღწევა.
ამის მიუხედავად, უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველო 30-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც პატარა ამბავი არ უნდა იყოს.
საქართველომ 9.166 ქულა დააგროვა და გაასწრო სლოვენიას, ფინეთს, მოლდოვასა და ლიტვას, რომლებიც მცირე ხნის წინათ ჩვენზე წინ იყვნენ.
ცხადია, პოზიციის გაძლიერებაში გადამწყვეტი როლი ევროპის ლიგაზე "დილას" შედარებით ნორმალურმა გასვლამ ითამაშა.
ქართული კლუბებიდან რეიტინგში ყველაზე წინ ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონია", რომელიც 214-ე პოზიციაზეა. სულ უეფას რეიტინგის 400 საუკეთესოში შვიდი ქართული კლუბი მოხვდა, რომლებიც შემდეგ ადგილებს იკავებენ.
214. "ზესტაფონი" 5.833
229. "დინამო" 5.333
240. "მეტალურგი" 4.833
292-294.
"დილა" 3.333
"ვიტ ჯორჯია" 3.333
341. "გაგრა" 2.333
353. "ტორპედო" 2.083
* * *
- ჯაბა დვალის ტრანსფერი, ბოლო წლებში ყველაზე ხმაურიანი შიდა ტრანსფერია. "ზესტაფონის" პრეზიდენტი, ილია კოკაია ეწინააღმდეგება კონკურენტი გუნდის გაძლიერებას თავისი ფეხბურთელებით. ამბობენ, რომ თქვენი უკრაინელი პარტნიორებიც იყვნენ ჩარეული ამ ამბავში, როგორ დაარწმუნეთ კოკაია?
- რა მნიშვნელობა აქვს ამას, ერთი სიტყვით - მოვახერხერთ! საქართველოში ყველა კლუბი ისურვებდა დვალის ყოლას. უნდა ვთქვათ, რომ ის "დინამოს" გაზრდილია და დაუბრუნდა "დინამოს". კოკაიასთან დიდხანს მქონდა ამაზე საუბარი, ვბჭობდით ამ თემაზე, მაგრამ წამოვიყვანეთ და გადავიხადეთ სათანადო თანხაც. კოკაიას არ გაუყიდია ის იაფად. მან მიიღო ის თანხა, რაც ღირდა დვალი. მასზე დისქაუნთი (ფასდაკლება) არავის მოუცია .
-- ამონარიდი ფიფიას ინტერვიუდან . -->
http://dailynews.ge/index.php?option=com_c...mid=407&lang=ka This post has been edited by dima z3stafan on 4 Sep 2012, 14:07