აკაკი დევაზე ლორიაზე და კვასხვაზე

- ესპანეთთან ლორია როინ კვასხვაძემ შეცვალა...
- კვასხვაძე ძალიან მომწონს. რადგან მას ნაკრებში თამაში აქამდე არ უწევდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლორიას გარდა, სხვა კარგი მეკარე არ გვყავს.
კვასხვაძე ძალიან ნიჭიერია. თუ ზოგი მას სიმაღლეს უწუნებს, მე ეს მეკარის ნაკლად არ მიმაჩნია. იკერ კასილიასი მაღალი არ არის, მაგრამ რა დონის მეკარეცაა, კარგად მოგეხსენებათ.
ესპანეთთან კვასხვაძე თავიდან რომ მდგარიყო კარში, ალბათ, იმ ბურთის ამღებიც იყო, სოლდადომ რომ გაიტანა. ასეთი დარტყმის მოგერიება ძალიან ძნელია, მეკარეს ვერ დაადანაშაულებ, მაგრამ კვასხვაძეს ასეთებიც მოუგერიებია და უფრო სასწაულებიც. მაგრამ კვასხვაძე ახალი შესული იყო შეცვლაზე და ბოლომდე ჯერ ვერ იყო ჩართული თამაშში.
ისიც უნდა ვთქვა, რომ ლორია ესპანეთთან ისე იდგა კარში, გოლის გამშვები არ იყო...
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...-mzad-aris.html