su_pumaმაშ !
Nik-Olozამ თემაში აწი რომ ეგეთები აღარ დაყარო, ხომ არ შეწუხდები შემდგომში?
* * *
“ზესტაფონი” – “ზუგდიდი”
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=43646&lang=120.10.18:00. ზესტაფონი. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი.
დისკვალიფიცირებული: თორნიკე აფციაური (“ზესტაფონი”)
მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.თოდრია, ლ.ვარამიშვილი; გ.კიკაჩეიშვილი
“ზესტაფონს”, რომ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად სათანადოდ გაძლიერება სჭირდება, კლუბის მესვეურებმა ამის შესახებ კარგად უწყიან. ამიტომ, ხელდაკრეფილი არ სხედან და გუნდმა გერმანელი მილხრაუმის შემდეგ, კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა. კერძოდ, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე კლუბთან კონტრაქტი სერბმა ნახევარმცველმა პეტერ იელიჩმა გააფორმა, რომელიც ბოლოს სამშობლოში “ნოვი პაზარში” ასპარეზობდა. იელიჩის გარდა, “ზესტაფონში” ვარჯიშობენ ფორვარდები: რევაზ ბარაბაძე და კოტდივუარელი ბოტი გოა დემელი. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ზაზა ზამთარაძისა და დავით მუჯირის გუნდის ჩამოწერა საჩემპიონო რბოლიდან ნაადრევია.
გასულ ტურში, “ზუგდიდმა” შინ “დინამოსთან” ქულა აიღო და ზესტაფონში კარგი განწყობით მიდის. ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებს თუ კლუბში სტაბილური ფინანსური მდგომარეობა იქნება, როგორც შინ, ასევე სტუმრად ქულების აღება ნებისმიერთან შეუძლიათ. გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ და წარმატების შემთხვევაში ზუგდიდელებს სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო წინ წაწევა შეუძლიათ. “ზესტაფონისთვის” საგრძნობი დანაკლისია აფციაურის არყოფნა, რომლის კარგი თამაში მნიშვნელოვნად აისახება ხოლმე გუნდის შეტევით პოტენციალზე.
This post has been edited by sergo_38_fcz on 19 Oct 2012, 22:04