http://allsport.ge/page-119-news_id-1852-lang-geo.html4 ნოემბერი. რუსთავი. "ფოლადი". 14:00
მეტალურგი – ზესტაფონი
დისკვალიფიცირებულები: გიორგი გავაშელიშვილი ("მეტალურგი"), ზაალ ელიავა ("ზესტაფონი").
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ი. უკლება, ზვ. ერქვანია, ა. კრიჭაშვილი
რუსთავისა და ზესტაფონის დაპირისპირება, თუ ამ ორი გუნდის შარშანდელ სეზონს გავიხსენებთ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონისთვის, საკმაოდ პრინციპულ ხასიათს ატარებს. შარშანდელი ცუდი სერია, რომელიც რუსთავს ზესტაფონთან დაპირისპირებაში ჰქონდა, ქვემო ქართლელებმა პირველ წრეში გამოასწორეს,როდესაც იმერლები საკუთარ მოედანზე 0-1 დაამარცხეს, თუმცა ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში უპირატესობა ზესტაფონელთა მხარესაა, რომლებმაც 6-ში მარცხი განიცადეს. ბურთები რა თქმა უნდა, მათ სასარგებლოდაა 27:15- ზე
ხვალინდელ შეხვედრაში ორივე გუნდს დისკვალიფიკაციის გამო თითო-თითო ფეხბურთელი დააკლდებათ, თუმცა ეს ხელს არცერთს არ შეუშლის იმისათვის რომ მოედანზე დიდი ომი გააჩაღონ და 3 ქულისთვის იბრძოლონ.
მეტალურგისთვის ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, ვინაიდან გუნდი მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება და 5 ქულით ჩამორჩება "ზესტაფონს". მოქმედი ჩემპიონი კი, ამ ბოლოს მადაზე მოვიდა და ქულების დაგროვებაც დაიწყო, რაც ტიტულის დასაცავად აუცილებლად ჭირდება.
აღსანიშნავია რომ 12 ტურის შემდეგ რუსთავლებს არცერთი ფრე არ უთამაშიათ.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=44364&lang=1ზამთარაძე-მუჯირის ბიჭებმა გასულ ტურში მარტვილში “მერანი” დამაჯერებლად დაამარცხეს და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. ერთგვარი “ჩავარდნის” შემდეგ ზესტაფონელები, ჩანს, საკუთარ თამაშს პოულობენ. ეს თბილისის “დინამოსთან” მატჩშიც გამოჩნდა, რომელშიც დამარცხების მიუხედავად, მარგველებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და სახელიანი მეტოქეც გვარიანად ანერვიულეს. აი, რუსთაველებს კი პრობლემები მიეძალათ. მწვრთნელის შეცვლას ჯერჯერობით გუნდის თამაშის ხარისხზე არ უმოქმედია. ოქტომბერში მათ 4-დან 3 თამაში წააგეს, მე-6 ადგილზე მყოფ “ზუგდიდს” 5 ქულით ჩამორჩნენ და ალბათ დიდი ძალისხმევა დაჭირდებათ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...-qklasikoq.htmlვიცე-ჩემპიონი და ჩემპიონი - ბრძოლა ექვსეულისთვის
თუკი წინა სეზონში "მეტალურგი" "ზესტაფონს" საქართველოს ჩემპიონობაში ეცილებოდა, ამჟამად რუსთაველებს გაცილებით მოკრძალებული მიზანი - ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა დაუსახავთ.
მხოლოდ ამ ამოცანის შესრულების შემთხვევაში შეეძლება "მეტალურგს" უფრო მაღალი შედეგების დაგეგმვა.
იდეალურად არც "ზესტაფონს" მისდის საქმეები, მაგრამ ბოლო დროს ფეროელთა შედეგიანობა ოდნავ გაუმჯობესდა: დღეისთვის ისინი რუსთაველებს ხუთი ქულით უსწრებენ.
განსაკუთრებული ახსნა არც ამ მატჩის მნიშვნელობას სჭირდება - "მეტალურგი" ამ მომენტისთვის ექვსეულს მიღმაა და მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, "ზესტაფონის" პროგრამა-მინიმუმი კი მეტოქესთან ხუთქულიანი უპირატესობის შენარჩუნება იქნება.
რუსთაველთა ახალი თავკაცი გიორგი ყიფიანი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება - შეგახსენებთ, გასული სეზონი მან "ზესტაფონში" გაატარა, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად წვრთნიდა.
წინა სეზონში სათასო მატჩების ჩათვლით "ზესტაფონი" ექვსჯერ შეხვდა "მეტალურგს" და აშკარა უპირატესობა მის მხარესაა - ოთხი გამარჯვება და ორი ფრე. სამაგიეროდ, მიმდინარე სეზონის პირველ წრეში "მეტალურგმა" შეძლო ზესტაფონში გამარჯვება - რუსთაველებმა მეორე ტურში დიმიტრი ტატანაშვილის გოლით 1:0 მოიგეს.
ერთი სიტყვით, მართალია, ამ მატჩის მონაწილეები შარშანდელ სიმაღლეზე ვეღარ არიან, მაგრამ რუსთავში ძველი და პრინციპული მეტოქეების ბრძოლა მაინც საინტერესო უნდა გამოდგეს.
დაინტერესებულ ქომაგებს ტურის ორივე ცენტრალური მატჩის ნახვა შეეძლებათ, რადგან ისინი სხვადასხვა დროს იწყება.