ზუგდიდის სტადიონიც კომპანია "დაგის" გაკეთებულია, მიშა შარანგიაა მაგის მფლობელი...
მეატკატეებს არ დავწერ ისედაც მიხვდებით
http://dagi.ge/dagi/projects/0/1/geoნაცების დროსაც სერიოზულ ატკატებზე მუშაობდნენ, და ქოცებთანაც ეგრე აგრძელებენ
ასამდე დიდი პროექტი აქვთ გაკეთებული, სპორტული პროექტებიდან "დაგისაა"
ქუთაისის სტადიონის რეაბილიტაცია 2010
რუსთავის სტადიონის რეაბილიტაცია
განმუხურის სტადიონის მშენებლობა 2012-ში
თბილისის დინამოს ბაზის რეაბილიტაცია 2012-ში
გორის დილას სტადიონის რეაბილიტაცია
სამტრედიის სტადიონის რეაბილიტაცია
დუშეთის სტადიონის რეაბილიტაცია
ჩოგბურთის კორტები თბილისში 2015-ში
ეროვნული სტადიონის რეაბილიტაცია 2015-ში (12 000 000ლ)
მშენებლობის ან რეაბილიტაციის მერე დაგის შესრულებული სამუშაოთი თითქმის ყველა იყო უკმაყოფილო
მესტიის რეაბილიტაციის გამო გამგეობამ უჩივლა კომპანიას და 6 ლიმონის უკან დაბრუნება მოსთხოვა, დავა ჰქონდა გორის დილასთან, ბათუმის სტადიონის გამო შპს სტადიონთან, ქუთაისის მერიასთან...
მარა რათ გინდა მაინც იგებს და იღებს
ზუგდიდის ბეტონიანი სტადიონის გარდა, დაგს ააშენებინეს რუხის სავაჭო ცენტრი, ამბროლაურის აეროპორტი, ჩართული იყო აღმაშენებლის ბოლო რეაბილიტაციაში და ა.შ
მანამდე
"დაგის" მიერ 2004-2012 წლებში შესრულებული პროექტების ნუსხა:
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, სამუშაოთა მოცულობა _ 4 200 000 ლარი; სასტუმრო ანაკლია _ 5 900 000ლარი; სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურის მშენებლობა _ 6 700 000 ლარი; დაბა მესტიის რეაბილტაცია 14 000 000 ლარი; ქუთაისის ცენტრალური სტადიონი 2 900 000 ლარი;
გარდა ამისა შპს დაგს შესრულებული აქვს შემდეგი პროექტები : საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს "ბაზა; პოლიციის შენობის მშენებლობა წყალწითელაში; პოლიციის შენობის მშენებლობა ცაგერში; სასამართლოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მშენებლობა მესტიაში; სასტუმროს მშენებლობა ბაკურიანში; ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფისისი რემონტი; გორის დილას სტადიონის მშენებლობა; ფეხბურთის ფედერაციის ოფისის რემონტი; მესტიის პოლიციის შენობის რემონტი; საქართველოს მთავარი პროკურატურის მისაღების მშენებლობა-რემონტი.
შპს "დაგი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდის შემომწირველთა ნუსხაშიც ფიგურირებს მაგალითად, 2008 წლის 14 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, კომპანიამ "ნაციონალურ მოძრაობას" 20 000 ლარი შესწირა; 2007 წლის 21 დეკემბერს კი, საპრეზიდენტო არჩევნების წინ კომპანიას 2-ჯერ მეტი თანხის გაღება მოუხდა და 40 000 ლარით შეეწია პარტიას...
ისე მაკეტში საიტზე რო უდევს დაგს, ის ბეტონის კედელი არაა
http://dagi.ge/dagi/project/95/geoზუგდიდის მერია: სტადიონი უეფას სტანდარტებით შენდება

16:25 / 02.10.2017
ქალაქ ზუგდიდის მერიაის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა მამუკა ლოგუამ დღეს მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. სტადიონზე ყველაფერი უეფას სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული. რაც შეეხება გალავანს, ლოგუას თქმით, ეს არის ჩვეულებრივი შემომსაზღვრელი, რომელიც სტანდარტების სრული დაცვით არის გაკეთებული.
„სარეკლამო დაფები იდგმება მოედნის გვერდითა ხაზიდან სამ მეტრში, რაც მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. იმ სამი მეტრის შემდეგაც არის ორი მეტრი ბარიერამდე და თავისთავად ეს იფუთება ისე, რომ ფეხბურთელების და მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“, - განმარტა მერიის წარმომადგენელმა.
საფეხბურთო სტადიონის დამკვეთი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტია. დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს „თბილქალაქპროექტი“. სამუშაოებს კომპანია „დაგი“ აწარმოებს. ჯამში სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.