მომავალ სეზონში როგორი სიტუაცია იქნება ამ მხრივ?
დღევანდელი მდგომარეობით:
1) ვიტ ჯორჯია - ელოვნური საფარია, პატარა ტევადობის არის, არ აქვს განათების სისტემა, ტაბლო, ჟურნალისტებისთვის სამუშაო ადგილი პრაქტიკულად არ არის, და არ არის ტუალეტი, თუმცა გულშემატკივრითვის საყურებლად კარგი არის.
2) დინამო - ამას არც უნდა ბევრი ლაპარაკი, ყველანაირი პირობა არის, ტევადობა 55 000.
3) მეტალურგი - ხელოვნური საფარია, ტევადობით არ არის ძალიან დიდი, თუმცა 1 ტრიბუნა გადახურულია, ყველანაირი პირობა იქნება თუ განათებასაც გააუმჯობესებენ.
4) სიონი - მინდორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, არც ტრიბუნა გამოიყურებაკარგად, არადა შეკრული არის, მიუხედავად იმისა, რომ ტევადობა პატარა აქვს, ტაბლო ხის აქვს, არ აქვს განათება, ლოჟა რაღაც ცუდად ჩანს, ასევე არ აქვს განათების სისტემა.
5) დილა - მინდორი ძალიან კარგი ხარისხის არის, გასახდელებიც, ტრიბუნაც, ტაბლო ძველია, არ აქვს განათება, მე როგორც ვიცი არც შემოღობვა აქვს.
6) სპარტაკი - ბენდელას სტადიონზე არის ხელოვნური საფარი, ტრიბუნაც ძალიან პატარა აქვს, და ცუდი საყურებელია, არ აქვს ლოჟა გამოყოფილად, განათება აქვს თუმცა გასაძლიერებელია, მგონი არ აქვს ტაბლო.
7) ზესტაფონი - მინდორი ხმება, ტევადობით არ არის დიდი, როგორც ჩანს ტრიბუნა კარგ მდგომარეობაშია, საყურებლად როგორია არ ვიცი, აქვს განათების სისტემაც და ტაბლოც.
8) ტორპედო - ყველაფერი კარგ მდგომარეობაშია, სარბენი ბილიკის გარდა, ტრიბუნა საკმაოდ კარგი ტევადობის არის, თუმცა, გარკვეული ადგილიდან არ ჩანს კარგად მინდორი, აქვს განათებაც და ტაბლოც
9) მერანი - მინდორი არის გამოსაცვლელი თან სასწრაფოდ, ტრიბუნა ისეთია, ერთგან, რომ გაირბინოს ვირბმემ მთლე ტრიბუნა შეზანზარდება, არც საყურებლად არის მთლად კარგი. ტუალეტი არის, მაგრამ ჯობს არ შეხვიდე იქ, არ აქვს არც განათება, არც ტაბლო.
10) ზუგდიდი(თუ ითამაშებს) - მინდორი ნორმალურია, ტრიბუნაზე(პატარა ტევადობის) არ ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ვიცი საყურებლად კარგი არის, აქვს განათება თუმცა არ არის საკმარისი.
11) გურია - ძალიან კარგი მინდორია, როგორც ვიცი, ტიბუნა ხისაა, და მაღალი, ანუ მიუხედავად არაკომფორტულობისა, საყურბლადაც კარგია, ლოჟა თუ არის საერთოდ არ ვიცი, ტაქბლო და განათება არ არის, გასახდელი მოშორებით არის.
12) ჩიხურა - ივანწმინდაში არ ვყოფილვარ, თუმცა როგორც სურათებიდან ჩანს მარტო გასახდელები, ნორმალური მინდორი, და პატარა ტრიბუნაა, განათება და ტაბლო არა