ფოთის სტადიონი და კორუფციული ვნებები
ფოთის საფეხბურთო სტადიონზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები გაურკვეველი დროით ბოლოს 2015 წლის სექტემბერში შეჩერდა. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანისთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
„ფოთს ევროპული სტილის საფეხბურთო სტადიონი ექნება, რისთვისაც 2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება“ - ეს დაპირება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მაჟორიტარ დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ფოთელებს 2013 წელს მისცეს.
ხელისუფლება მშენებლობის დასრულებას საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2013 წლის 14 ნოემბერისთვის გეგმავდა. სტადიონის სარემონტო სამუშაობისთვის ხელშეკრულება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერის შედეგად გამარჯვებულ ფირმა „ნიუ ქონსთრაქშენთან“ 2013 წლის ოქტომბრის თვეში გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2013 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. 3 თვის ვადაში ფირმას სტადიონის ღობის, დასავლეთ ტრიბუნისა და განათებების დემონტაჟი უნდა მოეხდინა და ევროპული ტიპის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობა მოესწრო: აეშენებინა ახალი ტრიბუნა, დაემონტაჟებინა სკამები, განათებები, მოეწყო საფეხბურთო მინდორი, შემოეღობა სტადიონი და კეთილმოეწყო შიდა ტერიტორია.
სამუშაოების ღირებულება 2 მლნ 300 ათას ლარს შეადგენდა. ფირმამ ავანსად 500 ათასი ლარი მიიღო, თუმცა აღნიშნულ ვადებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის ვადები რამდენჯერმე გადაუწია, მაგრამ უშედეგოდ. 2014 წლის 30 იანვარს კი ხელშეკრულება გაწყვიტა.
ამის მერე 1 წლის მანძილზე სტადიონზე სარემონტო სამუშაოები შეჩერებული იყო. ის 2014 წლის ოქტომბრის თვეში განახლდა, როცა ხელისუფლებამ ხელშეკრულება ახალ ფირმასთან „ხიდთან“ გააფორმა, რომელიც ტენდერის შედეგად შეირჩა. ავანსად 500 ათასი ლარი აღნიშნულ ფირმამაც მიიღო. მას სამუშაოები 2015 წლის ივნისის თვეში უნდა დაესრულებინა. ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერც ახალმა ფირმამ შეძლო.

ხელისუფლებამ ხელშეკრულების პირდაპირ გაწყვეტისგან თავი მასთანაც შეიკავა და ვადები რამდენჯერმე გადაუწია, თუმცა 2015 წლის აგვისტოს ბოლოს ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
2016 წლის აპრილის მდგომარეობა
სექტორები როგორაა აშენებული
ყველაზე მაგარი
2015 წლის 19 ნოემბერი -
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი 500 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა. შპს „ხიდს“ უნდა მოეხდინა ფოთის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია, კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისმა დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
3 თვის მერე
2016 წლის 4 თებერვალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 1 526 437 ლარის მითვისების ფაქტზე, შპს „სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ "ხიდმა" გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, და უნდა მოეხდინა „ზაჰესის ხიდის“ და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაცია, თუმცა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.
ვეძებ - რამეზე კიდე ხო არ დაუჭერიათ...
This post has been edited by guriaaa on 29 Oct 2016, 16:10