მაგ თემაზე კამათს დიდი აზრი არ აქვს, რადგან ზედმეტად სუბიექტური დისკუსიაა
მე რეგულარულად მხოლოდ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მატჩებს ვადევნებ თვალს, ინგლისს და ესპანეთს ნაკლებად, რომ სრული შედარება გავაკეთო
ზედაპირულად რომ მივუდგეთ, ინგლისის მეორე ლიგა ყველაზე ძლიერია, მერე კი ჩემი აზრით გერმანია მოდის, ამის შემდეგ მხოლოდ ესპანეთი
მანდ რა არგუმენტებიცაა მოყვანილი, სრულყოფილი არც ერთია
სულაც არ ამოდის გავარდნილი კლუბი უკან შემდეგ წელს
ახლა ჰერტა რომ შემადგენლობით ყველას ჯობია მეორე ბუნდესლიგაშI და ბუნდესლიგიდან სხვა ფაქტორების გამო გავარდა, ფაქტია და ამოვა, აბა რას იზამს
თან მაინც ჩამორჩება ბრაუნშვაიგს, რომელიც რამდენი ხანია არ ყოფილა პირველ ლიგაში
კიოლნი ხომ ვერ ამოდის სამაგიეროდ
კაიზერიც წელს უფრო ძლიერია ვიდრე ბუნდესლიგაში იყო და ა.შ.
ან თუნდაც წინა სეზონში სულ "ახალი" გუნდები ამოვიდნენ მეორე ბუნდესლიგიდან
ასე რომ ეგ არგუმენტი არაა
ჩემი აზრით 4-5 გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან ამ წუთას არაფრით ჩამოუვარდება პირველი ბუნდესლიგის 4-5 გუნდს
არც ისაა მართალი, თითქოს ბუნდესლიგსი ბოლო 8 გუნდი სიტყვაზე ესპანეთის ბოლო 8 გუნდზე სუსტია
რატომაა თუნდაც ფორტუნა სიტყვაზე ოსასუნაზე ნაკლები?
ვერავინ ვერ დაასაბუთებს მაგას და რა აზრი აქვს..
აგერ გერმანიის თემიდან პოსტი

რავი ვეთანხემბი მეც,მაგრამ მაინც გერმანია ნამბერ უან