აპოლონ ლემონჯავა ბოსნიურ “რუდარშია”
6.10.2012 16:37
“მოგზაური” აპოლონ ლემონჯავა
ამ ფეხბურთელზე ადრეც დაგვიწერია და შეგახსენებთ: აპოლონ ლემონჯავა 21 წლის თავდამსხმელია, რომელსაც ორი მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჩაუტარებია – ეს წლინახევრის წინ, როცა ნაკრებს ოთარ გაბელია წვრთნიდა.
ლემონჯავას უთამაშია “მორდოვიაში”, მოსკოვის “სპარტაკისა” და ჰოლანდიური “ფეიენოორდის” დუბლებში, “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდში. გარდა ამისა, ლემონჯავა ცნობილია, როგორც მოგზაური ფეხბურთელი: საკმაოდ ბევრ გუნდში ყოფილა გასინჯვაზე, მათ შორის, “შალკეში”, “მარსელში”, “ატალანტაში”... ლემონჯავა სოხუმშია დაბადებული.
“რუდარი” ბოსნიაში მეექვსე ადგილზეა. ლემონჯავამ უკვე 4 მატჩი ჩაატარა გუნდში და ერთი გოლი გაიტანა – “შიროკი ბრეგთან”.
შესაშურად იასპარეზა ჭეშმარიტმა ოსტატმა მაიკლ ჯორდანმა...