დემეტრაძისნაირი ფიგურა ტყუილად დაიჭირო არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
მაშინ, არც ოცნება არ იყო და არც კალაძე, როგორც პოლიტიკოსი...პოლიტპატიმრის იარლიყი რომ მიაკრა.
ხალხის განწყობას რასაც ვხედავ, ასეთი სიტუაციაა: ხალხს უყვარს გიორგი დემეტრაძე და იმის იქეთ აღარ აინტერესებს არაფერი. სამართლიანად დაიჭირეს, უსამართლოდ თუ ა.შ. ''დემე გამოუშვით ფარჩაკებო'' და მორჩა..
მეც მიყვარს დემეტრაძე, მაგრამ ეს არაა საკმარისი. მაინტერესებს არის თუ არა დამნაშავე. ჰო მოვიდა ახლა დემოკრატიული ხელისუფლება...გადახედონ, შეისწავლონ დემეს საქმეში არსებულ მტკიცებულებები. თუ ტყუილად გაატარა ციხეში ამდენი ხანი, მისცენ დიდი კომპენსაცია და მაგ საქმის პროკურორი და მოსამართლე გაუშვან ციხეში.
თუ დაადგენენ რომ დამნაშავე იყო, დატოვონ ციხეში
''დემე მაგას არ იზამდა'', ''დემე გამოუშვით ბოზებო'', და მისთ. არ არის ჯანსაღი საზოგადოების დამოკიდებულება საკითხისადმი, ჩემი აზრით. დემე თუ უდანაშაულოა, მისი საქმის შემთითხვნელებმა რატომ უნდა იარონ დაუსჯელად?
თუ უბრალოდ გამოუშვებენ და ამით მორჩება, ჩემთვის პირადად გასაგები იქნება ყველაფერი.
This post has been edited by George:) on 25 Oct 2012, 03:10