გვარები ჰგავს

)))
ნანობ-ნონიკ
http://fcsaburtalo.ge/ge/siaxleebi/648-%E1...4%E1%83%A1.htmlნანობაშვილი და ნონიკაშვილი საუკეთესოებად სცნეს
logoდასრულდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, თენგიზ სულაქველიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სულ ექვსი გუნდი იყო და ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი - ჩვენი სკოლიდან 2000 წლიანების "საბურთალო-ბენდელა" ასპარეზობდა.
ჯგუფის მატჩები გლდანში რამაზ შენგელიას სახელობის აკადემიის მინდორზე და ასევე, “დინამოს აკადემიაზე” ტარდებოდა. ფინალი “ბენდელაზე" გაიმართა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, გამოვლინდნენ საუკეთესოებიც - ჩვენი სკოლიდან საუკეთესო ნახევარმცველის ნომინაციაში იმარჯვა ლაშა ნანობაშვილმა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ასევე ჩვენებურს, შოთა ნონიკაშვილს ერგო, რომელიც 13-წლამდელთა ნაკრებში ირჯებოდა.
საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" სპეციალური პრიზი დააწესა, რომელიც ვეტერან ფეხბურთელს თენგიზ სულაქველიძეს ჩვენი სკოლის მწვრთნელმა ნოდარ ჭელიძემ გადასცა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ყაზახეთის ნაკრების ჩამოყვანა სრულად დააფინანსა "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შესაშურად იასპარეზა ჭეშმარიტმა ოსტატმა მაიკლ ჯორდანმა...