#37702236 · 21 Aug 2013, 23:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიორგი ყრუაშვილი 4-1 ჭიათურის "ჭიათურა" ვულოცავთ შეხვედრის მთავარ არბიტრს ამ გამარჯვებას !
დღეს, 17:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე , დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის გათამაშების პირველი შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის მეტოქე ცხინვალის "სპარტაკი" არის. თავიდანვე ვიტყვით, რომ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4-1 დასრულდა, თუმცა, ანგარიში ნამდვილად არ ასახავდა თამაშის რეალურ სურათს. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოვლად უზნეოდ იქცეოდა მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი, რომელმაც მასპინძელთა სასარგებლოდ უამრავი გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ იყო და ორჯერ საჯარიმოში წაქცეულ ხაჭიპერაძეზე აშკარა პენალტი არ დადო, შემდეგ კი კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ცუცქირიძემ თავური დარტყმით ბურთს ადგილი კარის ბადეში მიუჩითა, მაგრამ ყრუაშვილმა აქაც იყოჩაღა და გოლი არ ჩათვალა. სტადიონზე მყოფთაგან ვერავინ გაიგო თუ რატომ მიიჩნია მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად აღნიშნული გოლი და ვეჭვობთ საკუთარი თავისთვისაც ამოუხსნელ ამოცანად დარჩა. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა მას შემდეგ რაც ჭიათურლებმა ანგარიში 3-1 გახადეს (გატანილი გოლი ზაურ ხაჭიპერაძის ანგარიშზეა) მსაჯმა კვლავ გამოიჩინა თავი და ჩვენს კარში გაუგონარი თერთმეტმეტრიანი მოიგონა, თუმცა ბადურაშვილმა იყოჩაღა და მეტოქეს ბურთი არ გაატანინა, ასე ვთქვათ "სამართალმა იზეიმა"... მატჩის მიწურულს მეკარესთან 1-1 ზე გასული ხაჭიპერაძე კვლავ მოცელეს, თუმცა, მსაჯის სასტვენი მხოლოდ ცხინვალელთა სასარგებლოდ უსტვენდა. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა 4-1 დათმო შეხვედრა. იმედს ვიტოვებთ, ასეთი დონის მსაჯები აღარ მოემსახურებიან ჩვენი გუნდის თამაშს.
--------------------
ვინც ილხენს ახლა, _ უფრო ცოდოა, _ ვიდრე ის ბევრი, _ ახლა ვინც ტირის... ამგვარში, _ დღეს რომ საქართველოა, _ არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!
http://www.facebook.com/qartulisportisqomagebi
|