http://geosports.ge/index.php?option=com_c...-03-05-10-17-18ჯეო-სპორტის ვერსიითაც იგივე 5 დინამოელია სიმბოლურ ნაკრებში + ოდო
წლევანდელ გათამაშებაში იყო ისეთი მატჩები, რომლებიც გულშემატკივრის მეხსიერებაში დიდხანს რჩება. ასეთი იყო, მაგალითად, "ქართულ კლასიკოდ" შერაცხული "დინამო"–"ტორპედო".
თბილისში გამართული თამაში შეიძლება ყველაზე უხეშ მატჩადაც ჩავთვალოთ წლევანდელ უმაღლეს ლიგაში: მსაჯმა მოთამაშეებს 11 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა. ამ შეხვედრაში იყო ყველაფერი, რაც სტადიონზე მოსულ ქომაგს იზიდავს... იყო გოლები, სახიფათო მომენტები, დაძაბული სიტუაცია, ორთაბრძოლა, წითელ-ყვითელი ბარათების ფრიალი, იყო პენალტიც.. ლამაზი მატჩები გამოვიდა "დინამო"–"დილა", "დილა"–"ტორპედო" და "დინამო"–"ზესტაფონიც".
"დინამო" თბილისი
ცხრილს სათავეში, მერვე ტურიდან მოყოლებული, "დინამო" უდგას. თბილისელები წელს მართლად გამორჩეულად კარგ სეზონს ატარებენ. უპირველეს ყოვლისა, ეს ალბათ მთავარი მწვრთნელის - დუშან უჰრინის დამსახურებაა, რომელმაც გუნდს დისციპლინა და შესაბამისად, სტაბილურობა მოუტანა. გუნდის წინსვლაში თავისი წვლილი შეაქვს ახალწვეულ ჯაბა დვალსაც, რომლის ანგარიშზე 18 მატჩში 16 გოლია. აღსანიშნავია, რომ "დინამომ" შინაურ კედლებში ყველა ოპონენტის დამარცხება შეძლო, რასაც ვერ ვიტყვით გასვლებზე - ზემო ექვსეულიდან თბილისელებმა სტუმრად ვერცერთი მოწინააღმდეგე დაამარცხეს.
"დინამომ" სეზონი წარმატებით დაიწყო და საწყის ტურებში ლიდერობდა კიდეც გათამაშებას, მაგრამ გორში განცდილი მარცხის შემდეგ, ლიდერობა დაკარგა. თუმცა მერვე ტურში მათ ლიდერობა ისევ დაიბრუნეს და მის შემდეგ არც დაუთმიათ. ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა გიორგი ლორიას, რომელსაც ხან სეფიაშვილი, ხანაც ზარქუა ცვლიდა. დაცვაში კარგად გამოიყურებოდა კვარაცხელია-ხიზანეიშვილის დუეტი, ხოლო თავდასხმის ხაზზე იდეალურ ფორმაში არიან ჯაბა დვალი და ესპანელი ჩისკო, ამ ორი ფეხბურთელის ანგარიშზე 33 გატანილი გოლია. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ კარგად ეხმარებოდნენ მიკელ ალვარო და გიორგი მერებაშვილი.
მიმაგრებული სურათი