ხალხს ბმულების გაყოლა ეზარება = დავდებ სრულად
http://qaflan.netai.net/2011/LB/02_CHIBL6-1911.htm
ქალაქური "ფუთბოლი" 100 წლისაა! დღიურმა გაწამაწიამ და სანაკრებო მარცხებმა ლამისაა დაგვავიწყოს იუბილეები.
არადა, 2011 წლის 3 ნოემბერს 100 წელი სრულდება პირველი ქალაქური "ფუთბოლიდან,
2012 წლის 8 აპრილს პირველი საერთაშორისო მატჩიდან საუკუნე გამოხდება,
9 ოქტომბერს კი თბილისის პირველობის დაწესების 100 წლის თავია.საჯაროში ქალაქის სკოლათა ძველ ნუმერაციასა და მდებარეობას რომ ვადგენდი,
51 წლის წინათ, საზოგადოება "ცოდნის" გრიფით გამოშვებული წიგნაკიც გამოვიწერე.
http://issuu.com/qaflan/docs/zamzi_chმისი ავტორია ამირან "ივანიჩ" ცამციშვილი - კაცი,
თავისი დროის კვალობაზე ძლიერ განათლებული და იშვიათი ტაქტის მქონეც;
დინჯ-ქართულად მწერალი და ტაბუ-დადებულ თემათა ისე ნართაულად გამშუქებელი, რომ
წამკითხველი მიხვდება, ავტორი 1918-21 წლების საქართველოს კი არ აძაგებს, არამედ აქებს.
40-გვერდა ბროშურას "ფეხბურთი საქართველოში" ჰქვია და მოიცავს
პერიოდს ჩვენში "ფუთბოლის" შემოსვლიდან ვიდრე 1925 წლამდე.
ნაშრომი თან პოპულარულია და თანაც სამეცნიერო;
იკითხება ერთი ამოსუნთქვით და თუ სამართალია,
ხელახლაც უნდა გამოსცენ მრგვალი ბურთის მოამაგეებმა, რადგან
ერთი რომ, მთლად მივიწყებულია ჩვენი ფეხბურთის ძირები და
მეორეც, წიგნაკი სპორტზე მწერლებისთვის ეტალონია.
მაღლა დარტყმაშიზოგადი საუბრით თავს მეტად აღარ შეგაწყენთ და დავასაბუთებ იმას, თუ
რად უნდა მივიჩნიოთ 1911 წლის
3 ნოემბერი (ძველი სტილით 21 ოქტომბერი) ტფილისური ფუთბოლის დაბადების დღედ.
თამაში აქ შემოსულა 1906 წელს, არისტოკრატული
ღიმნასტიკური (ტან-სავარჯიშო) საზოგადოება "სოკოლის" (შევარდენი) წევრთა გასართობად -
ესენი ექსკურსიებზე წაითამაშებდნენ რამდენიმე ხელს და
ხანაც ბურთის მაღლა დარტყმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს!
პირველი წრე ბატონ ლგოტაკს ჩამოუყალიბებია ველოტრეკზე, რომელიც
დიდი მთავრის (მერე კამოს, აწ კი უზნაძის) ქუჩაზე იყო.
მერე მობურთალნი გადასულან დიდუბის ჰიპოდრომზე - კედიას (კახოვკის) ქუჩის მიდამოში,
ბოლოს კი ბინა დაუდიათ ქალაქის X (მეათე) უბანში, ელიზავეტას (კლარა ცეტკინი, წინამძღვრიშვილი)
135 ნომერში, აბასთუმნის ქუჩის გადაკვეთაზე, ფრიდონოვისა და სარაჯევის მამულში არსებულ პლაცზე.
ყომარ-ბაზობის ბადალი1907 წლის 8 მარტს (ძვ. 23 თებერვალს) წრე ოფიციალურად გაფორმებულა გუნდად, რომელსაც "კომეტა" ეწოდა.
ამ სახათაბალო საქმისთვის თავი დაუდგამს ავსტრიელ ადოლფ "ადოლფიჩ" ელზინგერს, ვინც
რანგით "კოლეჟსკი ასესორ" ბრძანდებოდა და კავკასიის მეფის ნაცვლის
კანცელარიაში უცხოეთთან მიმოწერის მდივნად მუშაობდა.
"კომეტის" წევრად რომ მიეღე, 21 წლის უნდა ყოფილიყავი.
კლუბს ფუთბოლში მოწაფეთა ჩაბმა ეკრძალებოდა, მაგრამ
თამაშს არა-ფორმალური მეთოდებით მაინც ავრცელებდა "ღიმნაზისტებში.
ესენიც მიეძალნენ ახალ ხილს, მაგრამ მერე და მერე, ზე-ხისტად ბურთაობისას
ერთს ხელი რომ მოტყდა, ხოლო მეორეს ფეხი, პოლიციამ საქმე გამოიძია და
"ღუბერნატორმაც" კინაღამ აკრძალა მავნე გართობა, რომელიც
შინაარსით ყომარ-ბაზობის ბადალად მიაჩნდათ.
1912 წლის შემოდგომაზე ქალაქის პირველი ჩემპიონი გახდა მეორე გიმნაზია, რომლის
შენობაშიც ახლა განათლების სამინისტროა.
მაგავე წლის გაზაფხულზე, (აღდგომის შემდეგ) დიდ ორშაბათს
ტფილისის "სოკოლს" ეწვია ბაქოს "ინგლისური კლუბი" და 5:4 მოუგო.
ყველა ეს შეჯიბრი გაიმართა ზემოთ ხსენებულ პლაცზე, რომელსაც
ხალხი "დეზერტირკას" ეძახდა, დღეს-დღეობით კი მის ადგილას
სტალინის დროს აშენებული კაპიტალური ბაზრის ალაფებული ნაშთიღაა.
გაცნობიერებული ჰქონიათმაგრამ როდის მოეწყო სულ პირველი მატჩი?
"კომეტა" ვარჯიშზე გუნდებად იყოფოდა და ეგრე ბურთაობდა.
გიმნაზისტები 1909 წლის 4 ნოემბერს (ძვ. 22 ოქტომბერს) ექსკურსიაზე
ჩავიდნენ ქუთაისში და კაზაკთა პოლკში საჩვენებელი თამაში გამართეს,
ორი სხვადასხვა, დამოუკიდებელი გუნდის პირველი რკენა კი,
უფალ ცამციშვილის თანახმად, 1911 წელსღა, ზუსტად 100 წლის წინ მოეწყო.
თამაშობდნენ ელზინგერის "სოკოლი" და ქალაქის (გიმნაზიათა) ნაკრები.
შევარდნებს ეცვათ წითელი, ღიმნაზისტებს შავი.
(უცნობი ანგარიშით) + 1:0 + გაიმარჯვა სოკოლმა,
მონაწილეებს კი
იმდენად ჰქონიათ გაცნობიერებული მოვლენის მნიშვნელობა, რომ
თაბახზე წესები (რუსულად) დაებეჭდათ და
დაემზადებინათ სამახსოვრო ჟეტონიც, რომელიც
"პირველი ტფილისური მატჩის" ყველა მონაწილეს დაურიგდა.
ნახევარი საუკუნის წინ ეს რელიქვიები ჯერაც ინახებოდა
ძველი ტფილისელი ფუთბალისტის, არწიომ (ჰ)აზატიან(ც)ის პირად არქივში. ასე რომ, იუბილის საკადრისად აღნიშვნისა და
ცამციშვილის ბუკლეტის რე-პრინტის გარდა, [color]მათი მოძიებაც საშური საქმეა.[/color]
კარპეზ "სერაფიმოვიჩ" ხარფუხსკი
ტფილისის წარსულის ბებერი "ლუბიწელი"
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 22 Jul 2013, 21:44