
აჰ,არაა ეს არსად წამსვლელი .
ილია,ქენი რამე,დაგვენგრა თავზე გუნდი
* * *
რა თქმა უნდა, როცა საქმე "ზესტაფონს" ეხება, ყველას უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ეს არის ჩვენი ერთადერთი სიხარული ამ ქალაქში. კი, ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი სიხარულები, მაგრამ საერთო-სახალხო სიხარული ერთია. მე ბოლო დრომდე არაფერი მითქვამს, მაგრამ ახლა დუმილი დანაშაული მგონია და ბოლოსდაბოლოს, როცა ოჯახში ცუდი ხდება, არ უნდა წაუყრუო.
სულაც არ მგონია, რომ ამ გუნდით შეიძლება ტიტულისთვის ბრძოლა, მაგრამ უკეთესად თამაში შეიძლება. ის შეიძლება, რომ ერთხელ დაარტყა კარში. სად არის მწვრთნელის იდეა, აზრი, რისკი, ხანდახან ავანტურა? სად არის თუნდაც ეპიზოდური აფეთქება? ბოლოსდაბოლოს, რატომ არის, რომ მიზნად მხოლოდ საკუთარი ზონების გადაკეტვა გვაქვს?
რატომ არის, რომ ფეხბურთელები, გნებავთ ახალგაზრდა და გნებავთ გამოცდილი ყველა ერთიანად უკლებს?
და მთავარი - საით მივდივართ, რა გვინდა, რა ფეხბურთს ვასწავლით ამ ბავშვებს? მათ თუ წაგებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ, განკურნება გაუჭირდებათ.
მე არ დამითვლია - რამდენჯერ დავარტყით კარის ჩარჩოში, რაც ზედა ექვსეული დაიწყო?
აქვე უნდა ვთქვა, რომ ილია კოკაია არის უდიდესი გამონათება ზესტაფონის ისტორიაში და ვისაც უნდა და სადაც უნდა ამას დავუმტკიცებ ათასი მაგალითით. მე მინდა, რომ ის იყოს კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი წელი ზესტას სათავეში!
პირადად მე სტადიონზე მივალ მაშინაც კი, ზესტაფონი თუ რეგიონულ ლიგაში ითამაშებს (ღმერთმა გვაშოროს!), მაგრამ ხალხი? ისინი, ვისთვისაც გუნდი თამაშობს?
აქ პიროვნული არაფერი არ არის. ყველაზე დიდი ხელოვნება ლამაზად და დროულად წასვლის ხელოვნებაა, ერთმა კლასიკოსმა თქვა.
ჰოდა, ბატონო კახა, წადით!
გთხოვთ!
© ალეკო კაკაურიძე
ვუერთებიი