კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის ბილეთების სამი მეოთხედი უკვე გაყიდულია
2013-05-27 14:21:41
31 მაისს კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე დასასწრები ბილეთების სამი მეოთხედი უკვე გაყიდულია. გადამყიდველების ინსტიტუტი კი მუშაობას აგრძელებს.
შეგახსენებთ: „კომერსანტ რეპორტიორის“ წერილის ავტორის განცხადებით, კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე დასასწრებ ბილეთებს დინამო არენის ტერიტორიაზე გადამყიდველები ორმაგ ფასად ყიდიან
,,იქნებ დაწესდეს რაიმე ლიმიტი, რომ ერთ „ხელზე“ 10 და 20 ბილეთი არ გაიცეს, რადგან დიდია ალბათობა, რომ ასეთი მაყურებელი გადამყიდველი იყოს. ან ონლაინ–გაყიდვების ორგანიზება რატომაა შეუძლებელი, როდესაც ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა?“ –აცხადებს „კომერსანტ რეპორტიორში“ შემოსული წერილის ავტორი.
კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის დავით მუჯირის განცხადებით კი მსგავსი პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას და მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. მისივე ინფორმაციით, ამას კანონი არ არეგულირებს და კომიტეტი გადამყიდველებს ბილეთების გაყიდვას ვერ აუკრძალავს.
„ცუდია, რომ ასე ხდება, თუმცა ეს პრობლემა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დგას და ჩემპიონთა ლიგის დროსაც კი ხშირად ბილეთებს ორმაგ ფასებს ადგებენ,“ – აცხადებს მუჯირი.
მისივე თქმით, ამ მატჩზე ბილეთების ონლაინ გაყიდვები ვერ მოხერხდა.
http://commersant.ge/?page=news&id=716