მადლობა გიგუშ!
მადლობა ყოველი წუთისთვის, ყოველი წამისთვის..
ყველაფრისთვის რაც ჩვენთვის გაგიკეთებია
მადლობა იმისთვის, რომ 3 წელი ტორპედოს მაისურს ატარებდი და იცოდი რას ნიშნავდა ეს
მადლობა რევანშის გოლისთვის გაგრასთან
მადლობა დუბლისთვის ისევ იმ გაგრასთან
მადლობა უძლიერესი გოლისთვის სამტრედიასთან
მადლობა გოლისთვის სიონთან.. და მისი აღნიშვნისთვის
მადლობა გოლისთვის და მისი აღნიშვნისთვის ვიტ-ჯორჯიასთან
მადლობა გარდამტეხი გოლისთვის დინამო ბათუმთან
მადლობა ევროსაგზურის გოლისთვის დინამო თბილისთან
მადლობა 93-ე წუთის გოლისთვის ზესტაფონთან..
მადლობა ამ გოლისთვის მთელი მოედნის გადმორბენისა და ჩვენთან ერთად აღნიშვნისთვის..
მადლობა 3 წლის მანძილზე გულიანი თამაშისთვის
მადლობა ამხანაგური მატჩის, მაგრამ მაინც კაპიტნობისთვის
მადლობა იმ დამოკიდებულებისთვის, რაც ჩვენთან გქონდა
მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც ჩვენ მიმართ იჩენდი
მადლობა დერბის მოგების შემდეგ ღობეზე შემოხტომისთვის.. "ჩვენ მაინც მოვიგეთ!!"
მადლობა იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის სამაგალითო ხარ
*მათ, იციან როგორ შეაყვარონ ქომაგს თავი

-

-

-

-

-

-

მადლობა იმისთვის, რომ ტორპედოელი ხარ
I don't hate the other teams because of how they play, I hate 'em because of their fans..