შენ კი იცი ის ყველაფერი თითქმის რასაც დავწერ, მაგრამ ვინც არ იცის გაერკვევიან და მიხვდებიან რა და როგორცაა.
ლევან ფხაკაძე ფეხბურთის საერთოდ გარტყმაში არ არის და არ იცის ვის ენდოს. თოფურიასთან ახლობლობს და მისი რჩევით მოიყვანა კიკნაძე, რომ ვერ გაამართლა ადგა და გაუშვა, გუნდი კი მთლიანად გეგუჩაძეს გადააბარა. მის გაშვებაში იასნია შეცდა, მაგრამ რაღაცეებში ვეთანხმები. გუნდში ვინც მოყავს რაღაც სასწაული ხელფასები ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მოგებულ თამაშებზე პრემიები საკმაოდ მაღალი იყო სულ + როგორც თვითონ ამბობს პადიომები თითქმის ყველამ აიღო.
თოფურიას გუშინდელ დღემდე არ ვიცნობდი, ლევანისგან განსხვავებით ფეხბურთში ბევრად უფრო ჩახედულია, ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ გიჟდება ფეხბურთზე, რჩევის სახით უდგას გვერდში, თორემ ისევ ლოკომოტივის მფლობელია. გუნდში თბილისში მცხოვრები ფეხბურთელის უმეტესობა იქნება და მათი აზრით უკეთესი იქნებოდა გუნდი თბილისში ყოფილიყო, მაგრამ რომ ავუხსენით ფხაკაძეს უარი თქვა, არ მეგონა ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი თუ იყოო.
რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ჩემი გადმოსახედიდან რასაც საუბრობს დიდი ვერაფერი სპეციალისტია, იმედია ვცდები.
გუნდისთვის გამოცდილი ფეხბურთელების და ლეგიონერების ყოლას რაც შეეხება ეს თოფურიას არ აწყობს და რატომ აგიხსნით.
----------------------მაქსი--------------------
ტაბატაძე-----?-----სანდოხაძე--უბილავა
-------------------გიგაური-------------------
--------------------------?---------------------
------?------------კუხიანიძე-----------?-----
-------------------ფანცულაია----------------
ეს ვინც დავწერე სატავში ყველა ტორპედოს საკუთრებაა და ამათი გაყიდვის შემთხვევაში წილს თოფურია ვერ მიიღებს. ლოკომოტივიდან მოყვანილი ფეხბურთელების გაყიდვის შემთხვევაში მიიღებს მხოლო თანხის რაღაც ნაწილს.
მაქსისთან სასტავის მეკარე იქნება, ალბათ კაპიტანიც.
ვაჟიკო რომ უკონკურენტოა რათ უნდა მაგას საუბარი

ცენტრალურ მცველ სანდოხაძეს დიდი ალბათობით ჭანტურია შეუწყვილდება.
უბილავა რომელიც ვიტიდან ვიყიდეთ სასტავში იქნება, U19 ის სასტავის მცველია და ლოკომოტივიდან მაგ პოზიციაზე ასაკობრივში არავინაა.
გიგაური და ფირცხელა იბრძოლებენ საყრდენის პოზიციაზე.
ცენტრალურ ნახევარმცველზე აქვს ლოკომოტივის ფეხბურთელებს შანსი, გოროზია-ცინცაძე ორივე კარგი ბიჭია, მაგრამ არც გოგიჩაიშვილია ნაკლები და აქაც არ აქვს გარანტირებული ადგილი ძველ ლოკომოტიველს.
ნუ კუხიზე არც დავწერ

მარჯვენა შემტევად მარკოზაშვილი-მზევაშვილი იბრძოლებენ და აქ აქვს სასტავის შანსი მზევაშვილს.
მარცხნიდან ჯიქიასაც არ აქვს სასტავი გარანტირებული, ახვლედიანი, კაპანაძე, ტუღუში.
ფორვარდის პოზიციაზე ფანცულაია არამგონია ვინმემ ამოაგდოს.
თუ რამე სასწაული არ მოიფიქრა ამათ მულე ვერ დააჯენს და ვერ აჯობებენ ლოკომოტივის ფეხბურთელები.
ანუ რა გამოდის? მაქსიმუმ ლოკომოიტივიდან 4 ფეხბურთელი მოხვდეს სასტავში, ისიც საეჭვოა.
ხოოოდა რაში აწყობს ახლა თოფურიას სასტავის 2-3 ფეხბურთელის მოყვანა? - არც არაფერში.
მაგიტომაცაა რომ ლევანი თავს იკავებს ლეგიონერებისგან, თორემ დარწმუნებული ვარ 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელს მარტო ჩვენი გულშემატკივრების გამო იყიდიდა.
ვერ ვხვდები საერთოდ რას აპირებენ? სულ 45 ფეხბურთელია გუნდში, რას უპირებენ ამდენ ფეხბურთელს? სად ათამაშებენ? ლოგიკურად დუბლების ჩემპიონატში მოუწევს ბევრს თამაში, მაგას არ ჯობდა იმ ლოკომოტივში დარჩენილიყვნენ და პირველ ლიგაში ეთამაშათ? კაროჩე რა.