ვიცი რა შენი სიყვარული მსგავსი გიჟების მიმართ. ეს შენ დიდი პატივისცემით ჩემგან.
"ჩემი პირველი კლუბი მალმოს IBM (Malmo Ball and Sporting Association) გახლდათ. ფეხბურთზე ექვსი წლისა მიმიყვანეს. თამაში წიდის მოედანზე გვიწევდა. ვარჯიშებზე მოპარული ველოსიპედით დავდიოდი და არც თუ ისე კარგად ვიქცეოდი. რამდენჯერმე მწვრთნელებს ვარჯიშიდანაც კი გამოვუგდივარ, ამის ნაცვლად მათთვის მიყვირია და მიგინებია. მუდამ მესმოდა გულის გამაწყალებელი შეძახილი ”ზლატან, პასი გააკეთე!”. IBM-ში ემიგრანტებისა და ადგილობრივი შვედების შვილები ირიცხებოდნენ. ჩემი ფინტებისა და პასის დაგვიანების გამო ბევრი მშობელი ბუზღუნებდა, რისთვისც მათ ჯანდაბაში ვუშვებდი. უამრავი კლუბი გამოვიცვალე ბოლოს კი თავი FBK-ში ამოვყავი. ის წმინდა ბალკანური კლუბი გახლდათ. აი ის იყო, თუ იყო!
IBM-ში შვედი მამები მოედნის ირგვლივ იდგნენ და ყვიროდნენ:
- მიდით ბიჭებო. აბა თქვენ იცით!
ბალკანურ კლუბში კი მამები მოედნის ირგვლივ დგებოდნენ და ...
- ითამაშე, თორემ დედას მოგიტყნავო! - ეძახოდნენ თავიანთ შვილებს.
მათ იუგოსლავიური მენტალიტეტი ჰქონდათ. სიგარეტს ორთქმავლებივით ეწეოდნენ და მოედანზე ფეხსაცმელებს ისროდნენ. ამის შემყურე ვფიქრობდი ”აი ეს მომწონს. თავი ჩემს საკუთარ სახლში მგონია. შესანიშნავია”. მწვრთნელი ბოსნიელი გვყავდა. იუგოსლავიაში ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონდა ნათამაშები და მეორე მამასავით გვექცეოდა. ხშირად შინ მანქანით გვაკითხავდა, ნაყინისფულს გვაძლევდა და მშივრებიც ბევრჯერ დავუპურებივართ."
ზლატან იბრაჰიმოვიჩის წიგნიდან
"მე - ზლატანი!"


