მოკლედ, ის მოხდა რაზეც აქ ვწერდი, როცა "დილადან" მწვრთნელი და ფეხბურთელები წავიდნენ ...
"ხაბაროვსკის "სკა-ენერგიადან" ქართველების გაშვება დაიწყეს
AutoSharing Option Yes No
16:57 05-06-2013
ხაბაროვსკის "სკა-ენერგიადან" სეზონის დასრულების შემდეგ ერთბაშად სამი ქართველი ფეხბურთელი: გოჩა ხოჯავა, შოთა გრიგალაშვილი და ოთარ მარცვალაძე გაუშვეს.
ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა Sportbox.ru-ს განუცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, რუსეთის პირველი ლიგის გუნდში დარჩებიან თუ არა ლაშა სალუქვაძე და გიორგი ნავალოვსკი. ასევე, გადაწყვეტილი არაა, მომავალ სეზონშიც გაწვრთნის თუ არა გუნდს გიორგი დარასელია.
შეგახსენებთ, "სკა-ენერგიაში" ქართველი მწვრთნელ-ფეხბურთელები ამ ზამთარს მივიდნენ. გუნდს მიზნად რუსეთის პრემიერლიგაში აღზევება ჰქონდა დასახული, თუმცა პლეი ოფში "როსტოვთან" ორრაუნდიან ბრძოლაში უშანსოდ დამარცხდა და კვლავ პირველ ლიგაში იასპარეზებს. "
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...a-daitsyes.htmlაქ რეებს არა მპასუხობდნენ - ჯუღელი კარდინალიაო და ა.შ.
უსახელოდ გამოყრას არ ერჩივნათ აქ ჩემპიონობა? უაზროდ არიეს გუნდი
* * *
სფფ-მ ომი გამოუცხადა სპორტის სამინისტროს?...ადრე მეგონა, რომ უბრალოდ სიჭინავა დგას კოკაიას დაჟინებული მოთხოვნების უკან... მილიონობით ლარის სუნი იგრძნო კოკაიამ და დაიწყო ამ მილიონებისთვის ბრძოლა ეხლა...
ეხლა კი ჩანს, რომ კოკაია არაა მთავარი ფიგურა. მთავარი ფიგურა სიჭინავაა და მჯერა რომ სფფ-მ ომი გამოუცხადა ყიფიანს!
სპორტის სამინისტრო საბიუჯეტო გუნდებს პირდაპირ (სფფ გვერდის ავლით) ურიცხავს დახმარებას.
ეს აღიზიანებს სიჭინავას, რადგან სფფ-ს გავლით რომ წავიდნენ თანხები, სიჭინავა ხელებსაც გაითბობს და ამხანაგებსაც გაახარებს.
აქვე მახსენდება ქეცბაიასთან გასაიდუმლოვებული კონტრაქტი და სფფ.... ესევე გაასაიდუმლებს ვის რამდენს გადაურიცხავს და რამდენი "ატკატი" ექნება...
რა თქმა უნდა ეხლაც "ატკატები" არაა გამორიცხული, მითუმეტეს მუნიციპალიტეტებში...
... არც კერძო კლუბების "შავ სალაროებს" დავივიწყებთ!
მოკლედ, გულშემატკივარი "სათამაშო ბურთი" გახდა ამ სიჭინავას დაწყებულ ომში...
სანამ სიჭინავა, მიშასდროინდელი ჩინოვნიკი, არ წავა სიტუაციის არევის ბევრი მცდელობის მოწმე ვიქნებით!
ქეცბაიას კონტრაქტის გამოქვეყნების მერე, სიჭინავამ მორიგი დარტყმა მიაყენა ყიფიანს... ეხლა ჯერი ყიფიანზეა!