ეს გუნდი დასახმარებელია!
თუ გვინდა, რომ გორი ძლიერი საფეხბურთო რეგიონი გახდეს და ევროპის რუქაზე დაიკავოს ადგილი, თანაც ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობდნენ და სახელს გვითქვამდნენ, უნდა მოვძლიერდეთ "ქართლით", "ლიახვით" და სხვა რეგიონალური გუნდებით...
ქურთას მუნიციპალიტეტს გორის მუნიციპალიტეტი უნდა ამოუდგეს გვერდში....
რა ბედი ელის პირველ ლიგაში მყოფ ''ლიახვს''? ოთარ მუმლაძე
შაბათი, 20 ივლისი 2013 11:14
http://geosports.ge/index.php?option=com_c...-03-05-10-17-18რა ბედი ელის პირველ ლიგაში მყოფ ''ლიახვს''?
ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გუნდები დაფინანსებასთან დაკავშირებით დიდ გაურკვევლობაში იყვნენ. იმ გუნდების არსებობა, რომლებიც მხოლოდ გამგეობების იმედზე არიან და მათი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ ყოფნა–არყოფნის წინაშე დადგა. მიუხედავად ამისა, სპორტის სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის უშუალო ჩართულობით და დახმარებით ბევრი კლუბი გადარჩა და ისინი მომავალი სეზონისთვის მზადებას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ.
იმ პრობლემებმა კი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ უმაღლეს ლიგაში იყო, ახლა პირველ ლიგაში იჩინა თავი. როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე პირველ ლიგაშიც ბევრი კლუბი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით არსებობს. ერთ–ერთი ასეთი კი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილი კლუბი ''ლიახვია''. გუნდში ძირითადად ლიახვის ხეობიდან და აფხაზეთიდან დევნილი ბიჭები თამაშობენ, თუმცა არიან ფეხბურთელები თბილისიდანაც.
''ლიახვს'' მთელი ამ წლების განმავლობაში ქურთის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ახლა კი, როგორ ჩვენთვის ცნობილი გახდა, კლუბს დაფინანსებასთან დაკავირებით პრობლემები შეექმნა და სწორედ ამიტომ ''ლიახვი'' შეკრებას თბილისში გადის. პირველი ლიგის დაწყდებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ცხადია, თბილისში შეკრებაგავლილი გუნდით წარმატების მიღწევა ძნელი იქნებ
დავიწყოთ შორიდან, როცა ეს კლუბი არსებობას იწყებდა. თავიდან "ლიახვი" მეორე ლიგაში გამოდიოდა და პირველივე წელს ქართლელებმა პირველი ლიგის საგზური მოიპოვეს. მას შემდეგ ეს კლუბი პირველ ლიგაში გამოდის. პარალელურად კლუბი საქართველოს თასის გათამაშებაშიც ასპარეზობდა. გასულ წელს ქართლელები პირველი ლიგის ბ ზონაში თამაშობდნენ, სადაც 12 გუნდს შორის მერვე ადგილი დაიკავეს.
გუნდის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ქურთის მუნიციპალიტეტი და მისი გამგებელი დავით დათაშვილი მათ ამჯერადაც დაეხმარება და ჩემპიონატის დაწყებამდე შეკრებასაც გაივლიან.
აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილ კლუბში თამაშს სხვა დატვირთვა და სტიმული აქვს. პირველი ლიგის დაწყებამდე კი სულ ცოტა დრო რჩება. შეკრების გავლის გარეშე კი, ''ლიახვს'' მომავალ სეზონში ძალიან გაუჭირდება.
პ.ს. ბასიშვილის პროექტია? ეხლაც გუბერნატორის ადმინისტრაციაში მუშაობს, მგონი...
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...