აქ არის გოლების ვიდეო
http://www.fcdila.ge/index.php?option=com_...=535&lang=ka-GEმანდვე თამაშზეა მოყოლილი
„დილას“ წარმატებული სტარტი ეროვნულ ჩემპიონატში 12/08/2013 00:33
„დილამ“ ევროპის ლიგის მეორე და მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის წარმატებით გავლის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატშიც სტარტი წარმატებით აიღო. მეტოქე ბოლნისის „სიონი“ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით გახლავთ დაკომპლექტებული და მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანი იყო XXV ეროვნული ჩემპიონატის მოგებით დაწყება.
გიორგი დევდარიანმა „ჰაიდუკთან“ თამაშის შემდეგ რამოდენიმე ცვლილება შეიტანა შემადგენლობაში. მოედანზე არ გახლდნენ: ღონღაძე, კობახიძე, ბოლქვაძე და გვალია. სასტარტოში დაიწყო შეხვედრა სპლიტის „ჰაიდუკთან“ ულამაზესი გოლის ავტორმა გრიგოლ დოლიძემ, რომელმაც ამ შეხვედრაში შეძლო დუბლის გაფორმება და ლომის წილი დაიდო „დილას“ გამარჯვებაში.
მატჩი „დილასთვის“ საკმაოდ უიღბლოდ დაიწყო. პირველი რაც მოხდა მე-10 წუთზე ჩვენს კარში გოლი ლაშა თოთაძემ გაიტანა, ხოლო რამდენიმე წუთში მოედანი იძულებით დატოვა გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ირაკლი მოდებაძემ, რომლის ტრავმის სერიოზულობის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაა. გაშვებული გოლის შემდეგ, „დილამ“ ნელ-ნელა მოიპოვა უპირატესობა, თუმცა სახიფათო მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. ბოლნისელები კი სახიფათო შეტევებით აწუხებდნენ გორელების დაცვას და მეკარეს.
პირველი ნახევრის ბოლოსკენ „დილამ“ ზეწოლა გააძლიერა, აქტიურობდა გიორგი ილურიძე. შეხვედრის 38-ე წუთზე ნიკოლოზ სადაღაშვილი ერთი-ერთზე დარჩა „სიონის“ გოლკიპერთან და თითქოს გოლიც გარდაუვალი ჩანდა, თუმც ბოლო წამს მერლანმა ფეხით შეძლო ბურთის მოგერიება, რომელსაც იქვე მყოფი გრიგოლ დოლიძე დაეუფლა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. პირველი ნახევარი ამ შედეგით დასრულდა.
მეორე ტაიმი „დილას“ უპირატესობით დაიწყო. გორელები ბურთს საკმაოდ კარგად აკონტროლებდნენ და ცდილობდნენ შეტევის განხორციელებას. ერთ-ერთი ფლანგური გადაცემის დროს გიორგი ილურიძე დარჩა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა მისი თავური დარტყმა ოდნავ აცდა მიზანს. 77-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან აუტიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი გიორგი ილურიძემ მიიღო, რომელმაც ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა მეტოქე და დაბალი გადაცემა გააკეთა მოწინააღმდეგის კარის სიახლოვეს, სადაც კვლავ გრიგოლ დოლიძემ იყოჩაღა და პირველი გამოეხმაურა გადაცემას - 1:2.
დარჩენილ დროში ბოლნისელებს ჰქონდათ რამოდენიმე მცდელობა კარის აღების. განუგრავას სახიფათო დარტყმული ნუკრი რევიშვილმა მოიგერია. შეხვედრის მიწურულს საკუთარ საჯარიმოსთან შეცდნენ „დილას“ მცველები, თუმცა ჩივაძის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
საბოლოოდ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო მატჩი გორში 17 აგვისტოს თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიმართება.
"სიონი"-"დილა" 1:2 (1:1)
მიხეილ მესხის სახ. სტადიონი (თბილისი). 17:30.
სიონი: მერლანი, სვანიძე, თოთაძე, ტვილდიანი, ფოფხაძე, განუგრავა, პარუნაშვილი, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე, მიკუჩაძე, ახალაია.
სათადარიგო: ბათიაშვილი, ქემოკლიძე, ცხადაია, ბიბილეიშვილი, ჩივაძე, იოსელიანი, უგულავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე.
„დილა“: რევიშვილი, ალადაშვილი, კვახაძე, თომაშვილი, გურული, დოლიძე, მაისურაძე, ილურიძე (გორელიშვილი 84’), მოდებაძე (სადაღაშვილი 15’), ხიზანეიშვილი, დიასამიძე (ბოლქვაძე 46’).
სათადარიგო: შეყრილაძე, ბოლქვაძე, გაგნიძე, ალექსიძე, სადაღაშვილი, გორელიშვილი,
გაბაშვილი .
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
გოლები: თოთაძე (10’) 1:0, დოლიძე (38’, 77’) 1:2.
მთავარი მსაჯი: ყრუაშვილი.
„დილას“ პრესსამსახური
ეს
გაბაშვილი ვინ არის?
კონსტანტინე ყოფილა, 1999 წელს დაბადებული

კონსტანტინე გაბაშვილი
პოზიცია : თავდამსხმელი
დაბადების თარიღი : 30/11/1999
ასაკი : 13
ქვეყანა : საქართველო
სიმაღლე : 186
წონა : 81
This post has been edited by აიგია on 12 Aug 2013, 12:45
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...