დაპირებები, ვარაუდი და თითქმის გადარჩენილიhttp://allsport.ge/page-119-news_id-3267-l...ml#.UYpezqJ7LtM სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მაღალჩინოსნები, ოლიმპიური ჩემპიონები, ჟურნალისტები და უბრალო გულშემატკივრები – ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც 8 მაისს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე მოიყარეს თავი.
გუნდს ბოლო დროს ყოფნა–არყოფნის საკითხი დაუდგა და ფინანსურად სერიოზულად გაუჭირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თითქმის მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო დადგა ფეხზე და ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე გულშემატკივარმა შეიძლება ითქვას გარკვეული შედეგი მიიღო.
გორის ცენტრალური სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო საკითხები განიხილეს.უმთავრესად კი რათქმაუნდა საუბარი "დილას" სამომავლო პერსპექტივებს უკავშირდებოდა.
გია ისიანი(გორის "დილას" მენეჯერი): "პრობლემა, რომელიც უკვე მთლიანად ქართული საფეხბურთო სამყაროსთვისაა კარგად ცნობილი ფართო მაშტაბიან განხილვას მოითხოვს. ჩვენი თხოვნით დღეს გორში გვეწვივნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა მინისტრი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით შესაბამისად–ბატონ ზვიადსა და ბატონ ლევანს".
ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): "აღნიშნული საკითხი მთლიანად ქართული სპორტისთვისაა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ერთად ჩვენ გორის "დილას" პრობლემას აუცილებლად გადავჭრით. შევხვდებით ყველას, ვისაც საჭირო იქნება. ვაპირებთ, რომ ამ თემასთან დაკავშრებით შექმნილი სპეციალური კომისია ეწვიოს გორს. სავარაუდოდ ამაზე მუშაობა უკვე ხვალიდან დაიწყება. ეს არის გუნდი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს ჩემპიონატში მოწინავე ადგილზე. გუნდი ერთ–ერთი სამთავრობო უწყების ხელში იყო და დღეს ვზრუნავთ იმაზე, რომ მათ კალაპოტი შევუცვალოთ და სწორ გზაზე დავაყენოთ. "დილას" ფეხბურთელების უმეტესობას კონტრაქტი უმთავრდება და უმთავრესად ესეც მოსაგვარებელ საკითხად მიმაჩნია. ვთვლი, რომ როცა კლუბი ფეხბურთელს მსგავს არასწორ საკონტრაქტო პირობებს სთავაზობს, მისგან მაქსიმუმს არც უნდა მოითხოვდეს. მას უბრალოდ საშუალებაც არ აქვს თავისი შესაძლებლობა აბსოლუტურად გამოავლინოს.ყველა ხედავთ, რომ პრობლემა ბევრია, ამაზე ვისაუბრეთ უკვე და სამომავლოდაც სერიოზულად ვიმუშავებთ. იმედია ერთად ყველაფრის მოგვარებას შევძლებთ".
ზვიად სიჭინავა(საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, საქართველოში "დილა" ერთ–ერთი საუკეთესოა.ამ გუნდში ფაქტობრივად საქართველოს ეროვნული გუნდის დიდი ნაწილი თამაშობს და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ქვეყანა ისევე (...და უფრო უკეთესადაც) ასახელონ, როგორც ეს შარშან გააკეთეს ევრო ასპარეზზე. ფინანსურ პრობლემებს რაც შეეხება, დავალიანების გასტუმრება უეფა–ს რეგლამენტითაა ჩვენი ვალდებულება და ბუნებრივია ამას მიმდინარე სეზონში შევასრულებთ.უფრო მნიშვნელოვანია რა იქნება სამომავლოდ, ჩვენ უფრო დიდ პერსპექტივაზე ვფიქრობთ. გასაგებია, შესაძლოა ამ კლუბში ცუდი მენეჯმენტი იყო, მაგრამ ფაქტია–"დილა" საუკეთესოა და თავისი გულშემატკივრისთვის, უკვე ჩამოყალიბებული სტილისთვის, ნორმალური სტადიონსთვის და ა.შ. ეს გუნდი ყველაფერს იმსახურებს".
სოსო ვახტანგაშვილი(გორის მაჟორიტარი დეპუტატი):"გორის "დილამ" ბოლო დროს უამრავ დიდ წარმატებას მიაღწია, გორელი ხალხისთვის ფეხბურთი ბევრს ნიშნავს და ამ ყველაფერის გაგრძელებაა საჭირო. ამ გუნდის საკითხი ბიუჯეტში არ იყო ასახული, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სეზონის ასეთ მნიშვნელოვან დროს მსგავსი პრობლემა შეგვექმნა. გუნდი მთლიანად ჩვენს ხელში იქნება და თუ 2–3 წლის განმავლობაში გამოჩნდა ვინმე მსურველი, რომელიც "დილაში" ინვესტიციას ჩადებს, დიდი სიამოვნებით მივესალმებით და გადავცემთ მას კლუბს. ჩემი აზრით ეს გუნდი ცოტახანში შეძლებს იმას, რომ ამ მაღალი კლასის, გამოცდილ ფეხბურთელებს ადგილობრივი კადრებიც დაუმატოს. ამით ბუნებრივია კლუბში შესანიშნავი კოლექტივი შეიკრიბება, რაც ჩვენი ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია".
გუნდის ბედი საბოლოოდ უახლოეს დღეებში გაირკვევა, როცა კლუბის საკითხს სამთავრობო სხდომაზე გაიტანენ და მისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯების გამოძებნას შეეცდებიან.მანამდე კი ასე, მხოლოდ დაპირებებით და არაოფიციალური საუბრებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "დილა" გადარჩა...!
ბექა ბუხნიკაშვილი[B][/B]
მოკლედ უტრაკოების წყალ-წყალა ლაყაფი
სიჭინავა, ყიფიანი ბუნდოვან დაპირებებს უკვე შევეჩვიე.
აი სოსო ვახტანგაშვილის (გორის მაჟორიტარი დეპუტატი) პოზიცია იყო ახალი: "გუნდი მთლიანად ჩვენს ხელში იქნება და თუ 2–3 წლის განმავლობაში გამოჩნდა ვინმე მსურველი, რომელიც "დილაში" ინვესტიციას ჩადებს, დიდი სიამოვნებით მივესალმებით და გადავცემთ მას კლუბს."
1. ინვესტიციას ჩადებს -
2. გადავცემთ მას კლუბს -
უბრალოდ თქვი მყიდველი გამოჩნდეს და გავყიდითო! ეს იქნება სწორი და დროული პოზიცია!
ეს რა საბჭოური მენტალიტეტია "ჩადება" და "გადაცემა" ?
და ეს კიდევ "გამოცდილ ფეხბურთელებს ადგილობრივი კადრებიც დაუმატოს"... ლამაზი და უადგილო სიტყვები !
ჯერ დღევანდელ 2-3 თვის ამოცანის გადწყვეტაზე ილაპარაკე და მერე იმაზე რაც იქნება 2-3 წლის მერე
უბრალო და ყველაზე ეფექტური: გატიდეთ კლუბი და მყიდველს სრული სახელმწიფო გარანტიები მიეცი! ამას მოჰყვეს მთელ საქართველოში გუნდების მიყიდვა და გარანტიები მყიდველს, რომ საკუთრება ხელუხლებელია!
"გაზპრომი" აფინანსებს "ზენიტს" და არავის უკვირს! (ზესტაფონი არა მყავს მხედველობაში)
"რუსეთის რკინისგზები" აფინანსებენ მოსკოვის "ლოკომოტივს" - მალხაზ ასათიანი აუხსნის ზესტაფონელებს...
მოსკოვის "დინამო" ფაქტიურად სახელმწიფოს ფინანსირებაზეა და ფანების უდიდესი არმია ჰყავს...
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...