ლაშა გვალია: რუსეთთან ურთიერთობები ლაგდება და, ალბათ, სპორტსმენებს ანგარიშს გაგვიწევენ
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...agvitseven.htmlლაშა გვალიას საქმეც უზომოდ გაიწელა. მოგეხსენებათ, ის "ურალში" ჩაირიცხა, მაგრამ... დღემდე არ უთამაშია. გორის "დილას" ყოფილი ნახევარმცველიც თბილისში დაბრუნდა და ინდივიდუალურად ემზადება.
"რაღაც პრობლემები წარმოიქმნა, რის გამოც ვიზას კვლავ ვერ ვიღებ. ახლა სეზონიც მთავრდება და არ ვიცი, მის დასრულებამდე შესაძლებელი იქნება თუ არა პრობლემის მოგვარება.
ფეხბურთი უკვე ისე მომენატრა, იმაზეც ვფიქრობდი, ფორმა "დილაში" თამაშით ხომ არ შემენარჩუნებინა-მეთქი. მაგრამ იჯარაც არ გამოდის და ამაზე ფიქრს უკვე აზრი აღარ აქვს.
არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ უიმედოდ მაინც არ ვარ, რადგან რუსეთთან ურთიერთობები ლაგდება და, ალბათ, სპორტსმენებს ანგარიშს გაგვიწევენ.
დაკარგულს კი მაინც ავინაზღაურებ. შარშანაც ასე მომივიდა - ტრავმა მქონდა, თუმცა ფორმა მაინც მალე აღვიდგინე", - ამბობს გვალია.
მეორე პრობლემა კი ის არის, რომ უგუნდოდ მყოფს საქართველოს ნაკრებშიც აღარ იწვევენ. არადა, გვალია ისეთი ფეხბურთელია, როგორიც ეროვნულ ნაკრებს, ვფიქრობთ, ძალიან გამოადგებოდა.
ავტორი : მერაბ მამულაშვილი
მაგრა მეცოდება ლაშა გვალია! ჰაიდუკში მაინც წაიყვანონ...რავი ხიზანეიშვილმა დილას კარგი ბიუჯეტი ექნებაო"დიდი ალბათობით, "დილას" ისეთ ბიუჯეტს დაუმტკიცებენ, რომ გუნდი კვლავ მოწინავეთა შორის იყოს. ასეთი ხმები მოდის და ვნახოთ, რა იქნება"...
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...mebi-modis.htmlპ.ს. გორელი გულშემატკივრები "გასვეტდნენ" აღარ კადრულობენ აქ თავის გამოჩენას

მაგათ მარტო "იევროპა" ანახეთ...
არ დაუჭერთ დილას მხარს და "იევროპას" საკუთარი ყურებივით ნახავთ!
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...