აი რას ამბობს ინტერვიუში ივანაუსკასი:
"
- გუნდის ევროტურნირებისთვის სამზადისზე რას გვეტყვით?
- მომავალზე ვერაფერს გეტყვით, რადგან პრობლემები სულ რაღაც გუშინ გადაიჭრა. ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ახლა გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა და როგორ იქნება მომავალში.
- თქვენი კავშირი "დილასთან" სამომავლოდ თუ გაგრძელდება?
- ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. გუნდის პრობლემაც ამაშია, რომ ასეთი საკითხები ჯერ არაა გარკვეული. მე და ფიზმომზადების მწვრთნელმა თომას კლიმეკმა ყველაფერი გავაკეთეთ და დანარჩენს ჩვენ არ ვწყვეტთ.
- რეალური წინადადების შემთხვევაში თუ დარჩებოდით "დილაში"?
- ამ კითხვას კომენტარის გარეშე დავტოვებ. "
ყველა პასუხში ჩანს, რომ ივანაუსკასის წასვლა უფრო რეალურია ვიდრე დარჩენა.
არადა ამ მწვრთნელის დაკარგვა წარმოუდგენელი ზარალი იქნება დღევანდელ დილასთვის.
თუ ამ კაცის მუშაობას ვერ შეაფასებენ გორში, მაშინ არაფრის მაქნისი ყოფილა დილას ეხლანდელი ხელმძღვანელობა.
ევრო თასზეც დილას შანსები დაეცემა.
არაა გამორიცხული, რომ ვინმე ჩალიჩობს ივანაუსკასის ადგილზე.... ან ვინმე ეჩალიჩება ივანაუსკასს გორიდან რომ გადაიყვანოს.
მოკლედ, ძალიან ცუდი ამბები ისმის ამ ინტერვიუდან ....
* * *
აი აქ დევს ეს მიმართვა
http://www.fcdila.ge/index.php?option=com_...=535&lang=ka-GEგადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი 20/05/2013 13:33
დღეს 20 მაისს 11:00 საათზე თენგიზ ბურჯანაძის სახ. სტადიონზე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა იმ გუნდებს რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას სახელმწიფოსგან, სახელწოდებით „გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი“.
პარალელურად, ამავე დროით სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა მსგავსი პრესკონფერენციები: ბოლნისში, ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში და ა.შ.
გთავაზობთ პრესსამსახურის განცხადებას აღნიშნულ ღონისძიებაზე:
ზურაბ კარტოზია: „მოგეხსენებათ ერთი კვირის უკან სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი კლუბები შეიკრიბნენ, სადაც მივმართეთ საქართველოს მთავრობას ყველა კლუბისთვის გამოეყოთ ფინანსური დახმარება და იქვე გადაწყდა, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს, 20 მაისს შევიკრიბებოდით სოლიდარობის ნიშნად და გავაკეთებდით პრესკონფერენციას, რათა მთავრობა გვერდში დაუდგეს სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ კლუბებს.
ჩვენ ვუერთდებით ამ აქციას და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.“
"დილას" პრესსამსახური