ისაა "კურიოზია და ბედის ირონია", რომ დილას საიტზე დილით (

) მიულოცეს დაბადების დღე სოღოლაშვილს და რამდენიმე საათში მოხსნეს მილოცვის გვერდი...
ისაა "კურიოზია და ბედის ირონია", რომ საიტი ხშირად წერს გულშემატკივარს ვთხოვთ გვერდში დაუდგესო დილას, მაგრამ თვითონ საიტი გულშემატკივარს გვერდში არ უდგება!
იმის მაგივრად, რომ გულშემატკივარი საქმის კურსში ამყოფონ, ხელმძღვანელობა და საიტი ყველანაირად მალავს და ჩქმალავს ინფორმაციას! ეზარებათ ან ავიწყდებათ

....
დილა - ვიტჯორჟიას კადრები საიტზე არც კი დასდეს, მიუხედავად გულშემატკივართა თხოვნისა!
მერე ნამუსზე აგდებენ, გვერდში დაგვიდეგით, ჩვენ ხომ თქვენთვისა ვთამაშობთო...
მოკლედ ძალიან არა სერიოზული ჩემპიონატია და ჩემპიონატის მონაწილეები. მაყურებელს ყველანაირად აბუჩად იგდებენ (თუნდაც ექვსეულებში მოხვედრის ჩაწყობა-განაწილებით) და მერე ჩივიან საყურებლად არ მოდიანო!
სფფ "საიდუმლო აგენტების" თვალთვალი ტრიბუნიდან ხომ ბავშვობაა და ღლაპობა. ყველა თამაში ნორმალურად ასახეთ ვიდეოკამერებით და ყველაფერს საკუთარი თვალით დაინახავენ და დავინახავთ! მორჩა და გათავდა!
ძალიან არა სერიოზულია საქართველოს ფეხბურთი! მე აღარ მაინტერესებს ეს თვალთმაქცობა და ღლაპობა! სანამ არ მოწესრიგდება ყველაფერი, მანამდე არ მაინტერესებს და არ ვუყურებ!
ვინც აგრძელებთ ყურებას და გულით განიცდით, იმათ წინაშე შლიაპას ვიხდი და თავსა ვხრი!
ეს მხოლოდ ნამდვილ ქომაგებს ეხება და არ ეხება "ტოტალიტაზორშიკებს"... "ტოტალიზატორშიკები" ჩემი წრის ხალხი არ არიან!
კარგათ იყავით!
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...