ვინც დილას თამაშებს უყურა, ყველა შეამჩნევს რომ მაგ შემადგენლობაში აკლია (რატომღაც!) მშვენივრად მოთამაშე ფეხბურთელები: ქარქუზაშვილი (ძალიან საიმედოთ ითამაშა, კაპიტანიც იყო და კარგი ბურთებიც გაიტანა - ბაგაევის გოლზე უფრო კარგები), ფალავანდიშვილი (მებრძოლი და თავდაუზოგავი), ჭეჭელაშვილი და სხვები....
სახელები კარგია, მაგრამ... სამტრედია რომ დაამარცხეს გორში, თითქმის ყველასგან მესმოდა "კარგები არიან კვირკველია, დოლიძე... მაგრამ თავისთვის თამაშობენ, არც არავის არ უდგანან გვერდში და არც არავინ მაგათ არ უდგას გვერდში... ისევ ჩვენი ბიჭები სჯობიან, სახელი არა აქვთ, მაგრამ ერთმანეთს მხარში უდგანან!"
თუ სახელებს გამოეკიდება უჩა და გუნდს, გუნდურ თავდადებას დაკარგავს, არაფერი კარგი მაგაში არ იქნება!
და კიდევ. ეს ქართული სულსწრაფობა... რა საჭიროა წინასწარ ჩემპიონებად გამოცხადება და ხოტბა-დიდება, თავში ავარდნა და ... მერე იმედების გაცრუება!?

ეს უფრო გორელ გულშემატკივრებზე დავწერე... თავი დაღუნოს გუნდმა და თავაუღებლად დაიხარჯოს მინდორზე (როგორც პირველ წრეში) - მეტი არაფერი არაა საჭირო!!! და რაც იქნება, ის იყოს....
და კიდევ გავიმეორებ: დღეს საევროთასო არც ჩემპიონატი გვაქვს და არც დილაა!!!