sergo_38_fczზედა თემა რო გავაგრძელო არვიცი თუ უყურებ ჩვენები პატარაები 8-1 ანგრევენ ყაზახებს და ჩვენები მაგრად უბერავენ .
მიქელთაძე განსაკუთრებით ყოჩაღობს .
* * *
ვაფასებ ამ ადამიანს ნამდვილად .
რომან ფიფია
ყველა ერთნაირად უნდა დაფინანსდეს და აღარ უნდა იყოს გამორჩეული გუნდები.
- "ზესტაფონის" პრეზიდენტმაც იგივე თქვა - ბიუჯეტში ჩემ მიერ გადახდილი ფულით ჩემი კონკურენტები ფინანსდებიანო... სახელმწიფო დაფინანსება როგორი უნდა იყოს, ერთჯერადი თუ პერიოდული?
- თუ გვინდა, საქართველოს ჩემპიონატს რაღაც დაეტყოს, დახმარება 3-5 წელიწადზე უნდა იყოს გათვლილი. ოღონდ ეს თანხა, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს, თორემ მოედნის გაკეთების ნაცვლად, იმ ფულით ხელფასი თუ დაარიგა და ისევ ჭაობში გვათამაშა, რა აზრი აქვს?!
მე, როგორც "დინამოს" პრეზიდენტმა, პრინციპულად დავაყენე ეს საკითხი და შევთანხმდით, რომ მომავალ სეზონში თამაშები არ ჩატარდება იმ ქალაქებში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება!
- ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ამას შესაბამისი სანქცია არ მოჰყვება?
- გადაწყვეტილება სფფ-სთან ერთად მივიღეთ და შეთანხმებას ხელი ყველა გუნდმა მოაწერა.
ითამაშონ თბილისში, გორში, ქუთაისში ან ზესტაფონში, სადაც კარგი მოედნებია. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
თუ ბუნებრივი არა, მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი მაინც უნდა იყოს. ფეხბურთი ძვირადღირებული სიამოვნებაა და თუ გინდა, ეს სიამოვნება გქონდეს, ფული უნდა დახარჯო!