სიჭინავამ ზედმეტი ილაპარაკა და მგონი ეს სპექტაკლი ცუდად იყო დადგმული...
"...კოკაიას გადაწყვეტილება და ჩვენი დღევანდელი შეხვედრა “დილასთვის” თანხის გადარიცხვამ განაპირობა. სათქმელს ყოველთვის ვიტყვი და პირადად მივუგე ყიფიანს, ერთი კლუბის დაფინანსება “დომინოს პრინციპს” გამოიწვევს-მეთქი. ანუ, გუშინ “დილა”, დღეს “ზესტაფონი”, ხვალ სხვა, ზეგ კიდევ სხვა... აი, ქუთაისის “ტორპედოშიც” ცუდი სიტუაციაა: ფხაკაძეები ცდილობენ, აწუხებენ ხალხს, შეღავათებს ითხოვენ, მაგრამ ჯერ არავინაა დამხმარე. კოკაიას არ ვამტყუნებ. სადაც ერთს, იქ მეორესაც უნდა მისცე,
მაგრამ აქ დავკონკრეტდები: არ შეიძლება, “ზესტაფონსაც” მილიონი მისცე და პირველი ლიგის, ან თუნდაც უმაღლესის ზოგიერთ გუნდსაც მილიონი. ეს უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა მნიშვნელობისაა კლუბი."პირველი: ე.ი. ყველა ერთნაირად ვერ დაფინანსდება! თქვენ კი გაიძაკით ან ყველას ან არავის... თუ გუნდი მნიშვნელობაზეა ლაპარაკი (სიჭინავა), მაშინ უნდა დაეხმარონ დინამოს, დილას, ტორპედოს და ჩიხურას - რომ ევროპის სარბიელზე საქართველო წარჩინებით წარმოადგინონ! ფირშტეინ? ე.ი. სიწინავამაც ზესტაფონი და კოკაია გააცურა

...
ეს ჩემთვის ძალიან მისაღები პრინციპია: გამარჯვებულებს ჩემპიონატში, ჩემპიონატის შედეგების მიხედვით უნდა გადაეცეს (ერთჯერადად) საპრიზო ფონდით გათვალისწინებული თანხები: პირველ ადგილს - 40%, მეორეს - 30%, მესამეს - 20%, მეოთხეს - 10%.
პლიუს საპრიზოებს ფედერაციამ აიღოს ამ კლუბების ევროთასებზე მოგზაურობის დაფინანსება, მუნიციპალიტეტებმა კი დაუბრუნონ კომუნალური გადასახადები, რაც ამ კლუბებმა განვლილი სეზონის განმავლობაში გადაიხადეს.
გასვლით თამაშებში კი გუნდებს მოკლე ვადიანი სპონსორობა დაუწესდეს ქართული ეკსპორტიორების სახით.
მორჩა! დაიწყება ამით ინვესტორების გაღვიძება. მხოლოდ გაღვიზება. ამით სტიმულები გაეზრდებათ გუნდებს....
მეორე: ფულის სუნი კი მიუვიდათ ძმაკაცებს (სიჭინავა+კოკაია) მაგრამ ძალიან მოუმზადებელი სპექტაკლი გაიმეორეს. გორში პრობლემები არსებობდნენ და ამაზე თვეების განმავლობაში ყველამ იცოდა. ზესტაფონში კი უცებ მოიგონეს პრობლემები... აქ რაღაცა შეეშალათ... თუმცა თუ მისცემენ ზესტაფონს ფინანსებს, პირადად მე გამიხარდება!
გამიხარდება იმიტომ, რომ არც ზესტაფონელი ვარ და არც სომეხი. სომხებმა რომ გაიგეს ევრო კავშირი საქართველოს დახმარებას უპირებსო, ან ჩვენც მოგვეცით, ან ქართველებსაც ნუ მისცემთო.... აი ეს არის ჩემთვის სამარცხვინო!