აიგიაოჰ,
მშვიდობა შენს მობრძანებას.
როგორ ხარ? რამდენი ხანია არ გვქონია ეპისტოლარული ჟანრი. მეთქი ტრამვაი ხომ არ დაეტაკა ამ კაი კაცს-თქო.
იდეას რაც შეეხება. არსობრივად რომ ვიმსჯელოთ - "თეზეხა"-ს ვარიანტი არ არის ცუდი ასე მგონია. ახლა თერჯოლასაც, ზესტაფონსაც და ხაშურსაც ექნება რაცხა სარეზერვოდ ბიუჯეტში გოუთვალისწინებელი ხარჯი, ხოდა იქნება გაათრევიო ეს წელი რაცხაფერად. პრინციპში შეიძლება სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტმაც მისცეთ პატარა ფული. რავიცი.
თან თუ გედსამანიაში დეიედებს გუნდი ბინას და შროშაში თამაში ექნებათ დიდი თანხა არ იქნება საჭირო. შროშასთან ელემენტების ქარხანა რომ იყო, კი გეცოდინებათ ჩემო ბატონო, იქანა ერთი 9 სართულიანი კორპუსია (უბისას რო გეიარ, მარჯვნივ პირი თბილისისკენ რო გაქ) საყვარლად ძირულაპირებზე. იქ დეიდებს გუნდი ბინას. ესეც შენი დაზოგილი შეკრების ფული. სურამიდან ნაზუქები უფასოდ. თერჯოლა ჩაით მიამარაგებს გუნდს ესეც შენი კვების ფული. შროშაში გუნდის სუვენირებს დაამზადებენ თიხაში და ისე რავა იქნება გამვლელ-გამოვლელმა დღეში ერთი ხუთი თუმანი არ დატოვოს. ესეც შენი პატარა შამოსავალი რომ გუნდა ავტობუსი იქირავოს და ბენზინი ჩაასხამს. თუ ვერ შეგროვდა მაგის ფული და მასტერავოი შენ ხარ ჩემი ბატონი 1 ლარი ღირს მეტი კი არა. დახვდება ეს შენი საფეხბურთო კლუბი "თეზეხა" მასტერავოის მარელისის სადგურში და ჰაიდაააა.
კლუბის პრეს-ატაშე კაი კაცია და რო დეველაპარაკოთ ქე შეიძლება ბიუჯეტის დამტკიცებამდე პარიტეტულ საწყისებზე რომ იმუშაოს

. მერე ოუნაზღაუროთ ერთბაშად.
გუნდის მწვრთნელი ვინცხა ბოლოს იყო ის დავტოვოთ. მაი მაინც სუქნათაა და არაფერი უჭირს პატარა ხანი თუ არ შეჭამს რამეს.
იქანა კორპუსთან კიდო მიწა კაი იცის ძირულაპირებზე. ბიჭები თავისუფალ დროს ხან მოთოხნიან. ზოგი გამარგლის, ზოგი გაამოროდებს. ზოგი მუშაში წავა. ზოგი ვენახს მოწამლავს და ასე აღორძინდება ს.კ "თეზეხა" შენ ხარ ჩემი ბატონი.
მერე 2015-ში ლიგაზე გავალთ და ნახე შროშაში თუ მიუნხენის ბაიერნი არ ჩამევიყვანოთ შენი გვარდიოლიანა...
არა ბიჭო და დაჯექი, დეიწყვე ხელები და ელოდე კოკაიას როის რაცხა გაახსენდება.
გოუმარჯოს ს.კ "თეზეხას"!!!!
This post has been edited by vanika on 15 Jun 2013, 19:06