ზოგადად, საწყის ეტაპზე, იმ დონის კლუბი უნდა შევქმნათ, რომ გუნდი რეგულარულად ხვდებოდეს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
გარდა უშუალოდ გუნდის ძალისა, ეს უმთავრესად კარგი იქნებოდა იმით, რომ I წრეში 6 საერთაშორისო თამაში იქნებოდა თბილისში და ფეხბურთის პოპულარიზაციას დიდად შეუწყობდა ხელს, გულშემატკივრების ტალღა ინერციით ეროვნულ ჩემპიონატსაც დაესწრებოდა. შეიძლება მთლად ევროპული თამაშებივით არა, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში 8-10K იქნებოდა გარანტირებული, ევროთასებზე - 30K გარანტირებული, ხოლო ცალკეულ გუნდებთან 55-60K ანუ სტადიონის გავსება.
ევროპის ლიგაზეც შეიძლება შედარებით დასუსტებული გრანდი ან ტოპ გუნდი შეგვხვდეს. ,,ჩელსი", ,,ინტერი", ,,ატლეტიკო", ,,ბენფიკა" ,,შალკე", ,,აიაქსი" და მსგავსი დონის გუნდები....
რა ვეღარ დავაბრუნეთ დიდი ფეხბურთი თბილისში... მეტი მუშაობაა საჭირო.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)