დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა ფედერაციის ჩინოსნებთან. სფფ-დან იყვნენ ზვიად სიჭინავა, რევაზ არველაძე და მურთაზ ხურცილავა. ხმაურიანი განცხადებაც გაკეთდა, კერძოდ, 8 კლუბმა უარი განაცხადა ჩემპიონატში მონაწილეობაზე, თუ მათ 2 მილიონი ლარი არ შეხვდებათ - ის თანხა, რაც გორის "დილამ" მიიღო სახელმწიფოსგან.
ეს 8 გუნდია: "დინამო" (თბილისი), "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "მეტალურგი", "სიონი", "ზუგდიდი", "მერანი", "ტორპედო".
ამაზე მსჯელობა კარგა ხანია, მიდის და კერძო კლუბების გარდა, როგორც ხედავთ, მუნიციპალური გუნდებიც ბოიკოტს აცხადებენ.
ფედერაციის რეაქციაც ბუნებრივი იყო - 8 გუნდი თუ ვერ გამოვა, ჩემპიონატს ვერ ჩავატარებთო