#36783950 · 10 Jun 2013, 00:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თამაში დღე იყო რომ დამთავრდა, ეს კარგად დამამახსოვრდა
გუშინდელი დღესავით მახსოვს რამოდენიმე მომენტი ამ მატჩიდან:
1--მატჩის დაწყების წინ დიქტორმა გამოაცხადა, ლიტვამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობაო და მთელმა სტადიონმა ლიტვა ლიტვა შემოსძახა 2--გიორგი ნადირაძის შესანიშნავი თამაში, მარჯვენა კრაიზე იგდა და მთელი მატჩი აიკლო მარჯვენა ფრთა 3--კაჭარავას იმენნა გაატანინეს გოლი, აბა ეგ თამაში ფრე უნდა მორჩენილიყო და ასეც მორჩა
და ბოლოს, 1 ივნისს დამიშნული იყო მატჩი: დინამო ( თბილისი ) - ჟალგირისი ( ვილნიუსი )
შუადგისკენ მივდივარ სტადიონზე, ბილეთები უნდა ვიყიდო და სალაროები დაკეტილია, იქვე ხალხია მოგროვილი, რა ხდება თქო ? ვიკითხე და მატჩი ჩაიშალაო, ფუნიკულიორის საბაგირო ჩამოვარდა და ხალხი დაიხოცაო, ეგ დღე იყო, ეს უბედურება რომ მოხდა, 18 თუ 19 კაცი დაიღუპა, როგორ მახსოვს, ერთი რეგბისტი გადარჩა, სახლის სახურავს დაეკიდა თითებითო და არ ჩამოვარდაო
|