რადგან დავითაგე ამ თემა დაგიწერთ ჩემს აზრს მაგ ბიჭზე, გრიგალას ყველა თამაში მაქვს ნანახი ტორპედოში + მარტვილშიც ვადევნებდი თვალს, სანამ გადმოვიდა მანამდეც ვიცოდი რომ მოგვყავდა გუნდში.
რადგან გადმოვიდა აწი აზრი აღარ აქვს რა და როგოდ მოხდა, ფაქტია დინამოს ფეხბურთელია და არ მიყვარს იმის წერა ჩვენ არ გვინდოდა, არ ვარგოდა, გარტყმაში არ იყო ფეხბურთთან და ა.შ.
გამიკვირდა რომ არ იცით მისი თამაშის შესახებ, ყველაზე დიდი პლიუსი რაც აქვს თავის თავზე თამაშის აღება იცის და თვითონ შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ჩისკოს შემდეგ მე მაგაზე უკეთესი მის თავზე ამღები ფეხბურთელი არ მეგულება ჩემპიონატში.
ფიზიკურადაც ჯანზეა, კორპუსით კარგად ფარავს ბურთს და მე რაც მომწონს მაგ ფეხბურთელში ეს არის დარტყმა. რაღაცნაიარად მოჭრილად და უცნაური ტრაექტორიით ურტყამს, პასის ღორიც არაა, მაგრამ თუ გააკეთებს პასს მაგარი პასი უნდა იყოს, ისე არ გააკეთებს

პოზიციას რაც შეეხება გეგუჩაძემ ბევრგან გამოცადა, მაგრამ ოპტიმალური პოზიცია თქვენი გუნდიდან გამოდინარე ადვილად რომ მიხვდეთ მერებაშვილი სადაც თამაშობს ზუსტად მაგ პოზიციაა. გამთამაშებლადაც შეუძლია და მარჯვნივაც + საყრდენის წინ (ძარიას პოზიცია)
აქ რომ წერთ სასტავში მოხვედრაზე მეცინება მაგაზე

აგერ ნახავთ თუ სასტავს არ ითამაშოს უპრობლემოდ, მაგრამ თავიდან ტორპედოში გაუჭირდა ადაპტაცია, მანდ კიდე დვალი და ძარია ყავს და არამგონია გაუჭირდეს.
პლიუს ერთს დავამატებდი, ბრუნო რომ წერს ტორპედოდან ფეხბურთელი გადმოსვლაო, არაა მასეც, გრიგალა იმენა ტორპედოელი არასდროს ყოფილა. თქვენ გულშემატკივრებმა მოიყვანეთ ხოდზე და ნახავთ როგორც ითამაშებთ, ხოდზე მოყვანილმა გრიგალაშვილმა კი გაგიტანათ ამ სეზონში 3 გოლი