ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ამ მხრივ, მაგრამ მთავარი ეტაპი მაინც ამის მერე იწყება და სწორედ ამაზეა მთავარი სამუშაოები გასაკეთებელი. ანუ როდესაც გვყავს ასეთი წარმატებული ახალგაზრდა თაობა, ამის შემდეგ არ ვიცით რა ვუყოთ ამ ბიჭებს. სწორედ აქ არის ქაოსი და მაგის დალაგებაა ახლა მთავარი რომ მოხდეს ამ ბიჭების დანაწილება და ისეთივე წარმატებით უკვე ტალანტიდან, ჩამოყალიბებულ ფეხბურთელად და სპორტსმენად გადაქცევა. სკოლები რომ მეტი აშენდეს და 5-ჯერ გაიზარდოს ტალანტების რიცხვი, ხომ უნდა ვიცოდეთ სად მიგვყავს და რას ვუპირებთ. რუსეთში-უკრაინაშI-აზერბაიჯანში თუ გავუშვით ვხედავთ, რომ პახავში და თავის დამკვიდრებაში 27-28 წლის ხდებიან და მერე აღარ აკმაყოფილებენ ევროპის დონეს. რამე სხვა პოლიტიკაა საჭირო ამ მხრივ, რომ ქვეყანამ ისე შეფუთოს ეს ბიჭები რომ არა პოსტსაბჭოეთის არამედ ევროპის გუნდები მიიზიდოს და წაიყვანონ. აი მაგალIთად ჰოლანდიაში ან ბელგიაში რომ მიდიოდნენ ეს ბიჭები სათამაშოდ უკვე 20-21 წლის ასაკში, თუნდაც მეორე დივიზიონებში გაცილებით მარტივი იქნებოდა მათთვის დიდ გუნდებში გადასვლა და დიდი ფეხბურთის თამაში.
მაგრამ ამის მოხერხებას რამხელა შრომა უნდა ყველა ხვდებით ალბათ