ჰაერივით გვჭირდება ტრანსფერები. ნუ, ორი ტრანსფერი მაინც.
ერთი ალვაროს შემცვლელი, ბოლოსდაბოლოს ძირითადი ფეხბურთელი დავკარგეთ ევროტურნირების წინ. მეორეც კიდევ გამოკვეთილი ფორვარდი.
არადა, რეალურია მინიმუმ ევროპის ლიგაზე თამაში. 2 ნორმალური ტრანსფერი + ოდნავი გამართლება = ევროპის ლიგას.
ჩემპიონთა ლიგისთვისაც შეიძლება ბრძოლა.
არადა ბევრი არაა საჭირო, დაცვის უკვე აღარ მეშინია კვირკველიას მოსვლის შემდეგ.
შაშიაშვილი, კვარაცხელია, უსტარიცი, კვირკველია - უკვე ძალაა, პლიუს სეთურიძე და გლიშიჩი.
ორი ფეხბურთელი გვინდა დაახლოებით 700.000 - 1.000.000 ნომინალის მქონე - ერთი ნახევარმცველი (ალვაროს შემცვლელი) და ერთიც თავდამსხმელი.
ისე, თუკი მართლა ზებუნებრივს არ ითხოვდა რაიმეს ალვარო უნდა შეგვენარჩუნებინა, არადა შემცვლელი აუცილებლად გვჭირდება და პლიუს ერთი თავდამსხმელი.
არადა რა ახლოსაა ევროპის ლიგა, ამის გამოუყნებლობა არ იქნება.
* * * * * * * * *
სიტყვაზე
კლებერი და
სერხიო ტეხერა რომ გადმოგვაყვანინა ძალიან გაიზრდებოდა ჩვენი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი, ევროპის ლიგა კი პრაქტიკულად განაღდებული იქნებოდა.
კლებერი:
http://www.transfermarkt.de/en/kleber/prof...eler_15880.htmlსერხიო ტეხერა:
http://www.transfermarkt.de/en/sergio-teje...eler_38817.htmlორივე ფეხბურთელის ნომინალური ღირებულება ჯამში შეადგენს: 3.5 მლნ ევროს, რეალურად კი ამ თანხის 70%-ადაც კი შეიძლება მათი შოვნა, რაც არის 2,5 მლნ. მე მგონი, რომ დიდ მოგებას მოიტანდა ეს ინვესტიცია.
ესპანელებს და ბრაზილიელებს უთამაშიათ დინამოში და კარგადაც შეწყობილან. არც ,,გრემიოს" და არც ,,ესპანიოლის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი არ აქვთ. (გრემიო სულაც სამხრეთ ამერიკული გუნდია და იქედან ევროპისკენ წამოსვლა კარგია.)
კლებერი და ჩისკო, რომ გვყავდეს წინ და ნახევარდაცვაში მერება და ტეხერა, სასწაული იქნებოდა.....
ეგეც არ იყოს, დაახლოებით ამ დონის ფეხბურთელები, ხშირად თავისუფალი აგენტებიც არიან, სამხრეთ ამერიკაში კრიზისია და ნორმალურ ხელფასზე წამომსვლელები არიან.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 26 Jun 2013, 02:57
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)