ეს ეტაპებს შორის ფეხბურთელების დამატება მაგარია...
2005-06 წლების სეზონი გამახსენდა...ლიგაზე ლევადიას შეხვდა დინამო.
ლევადიას ამ შემადგენლობითაც გავაგდებთო და მერე გავძლიერდებითო. გააგდეს მართლაც ლევადია და ბრონდბიუსთან თამაშამდე რამოდენიმე დღით ადრე დაიმატეს ამისულაშვილი და ს.იაშვილი.
დაიწყო თამაში ბრონდბიუსთან (თბილისში) და ისე ამოვარდნილი იყო სისტემიდან ამისულაშვილი, ნახევარ საათში ორი ყვითელი მიიღო და გააგდეს. 10 კაცითაც იბრძოლა დინამომ, მაგრამ მაინც წააგეს 0-2.
სხვის შეცდომებზე თუ არა, საკუთარზე ჰო მაინც უნდა ისწავლო

პ.სდუშანას იმედი მაქვს, რომ ამ შემადგენლობითაც დადებს შედეგს. თუ დაიმატებენ ვინმეს, მეეჭვება დიდი სათამაშო დრო მიეცეს ეგრევე. ყველა ვარიანტში, ამ შემადგენლობის დასადებია შედეგი და ახალწვეული ჯგუფურისთვის თუ იქნება მზად.
This post has been edited by George:) on 26 Jun 2013, 21:03