ძალიან ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური.
ბევრად უფრო ახლოს ვიდრე 1998 იყოს.... როდესაც სასტიკად დამაწყდა ნერვები

უნდა, როგორმე მოვახერხოთ ჯგუფურის დადება, არადა სულ 2-3 ფეხბურთელი უშველიდა ამ ამბავს. დაახლოებით 700.000-დან 1.000.000-მდე ფასის ორი ფეხბურთელი მაინც, რომ დაგვამატებინა ერთი თავდასხმაში აუცილებლად და ერთიც ნახევარდაცვაში, იქნებოდა ძალიან კარგი. მესამე - მთლად უკეთესი.
დიდი თანხების შოვნაც იქნებოდა შესაძლებელი.
ჯერჯერობით კი სამწუხაროდ შევსუსტდით, ალვარო საკმაო დანაკლისია, შემცვლელი კი არ ჩანს. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ კვირკველია არაა ურიგო ტრანსფერი. საერთოდაც, ტრანსფერმარკეტზე კვირკველია ალვაროზე ძვირადაა შეფასებული, კლასიანი ფეხბურთელია.
ვისურვებდი, ერთ გამოკვეთილ თავდამსხმელს და ერთ ნახევარცმცველს - ალვაროს შემცვლელად. სავარაუდოდ ესპანელებს.
თუ საშუალება იქნებოდა, კარგი იქნებოდა სერიოზული სლავი მცველის დამატებაც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას!
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)