"ზესტაფონს" კი, როგორც იქნა, საშველი დაადგა. ამბობენ, ფეროელთა მწვრთნელად სერბი რატკო დოსტანიჩი დაინიშნებაო. ილია კოკაიამ გია გეგუჩაძის დაბრუნებას უცხოელი მწვრთნელი არჩია - ასე ჩანს და ალბათ ასეც იქნება.
სერბებს უყვართ მოხეტიალე მწვრთნელობა, ოღონდაც უცხოელი მწვრთნელი მხოლოდ ამით არ ფასობს. ზესტაფონი სპეციფიური რეგიონია და უცხოელისთვის სულერთი ვერ იქნება, თბილისურ გუნდს გაწვრთნის თუ პერიფერიულს.
კარგია, კოკაია ისევ ქართულ ფეხბურთში და "ზესტაფონში" რომ საქმიანობს, თუმცა ეს მაინც ზოგადი ლაპარაკია, კონკრეტული ის იქნება, თუ რა გეზს აირჩევს "ზესტაფონი" - გუნდი მხოლოდ მწვრთნელი და ფეხბურთელი არ არის, გუნდს კლუბი აყალიბებს.
კულუარებში ითქვა, "ზესტაფონი" 3-4 მილიონ ლარს დახარჯავს ერთ სეზონზე და "დინამო თბილისის" კონკურენტი გახდებაო.
ვნახოთ, ასეთი არაოფიციალური ცნობაც კი სასიამივნო მოსასმენია და იქნებ ეს ყოველივე სიმართლეც იყოს.
აიგიაერთად ჩადიოდნენ შავ-ბნელ საქმეებს ორვიე კინაღამ რო ჩააყუდეს
kanavaro7ვაკნარიც იყოს რას ერჩი