დილის სპარინგი თურქმენულ "ოქროს საუკუნესთან"
http://www.fczestafoni.ge/News/1464.htm 2013 წლის 30 ივლისს დაბა კარტეპეში მყოფი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამჯერად ქართველთა მეტოქე თურქმენეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელი, ქალაქ აშგაბადის საფეხბურთო კლუბი ”ალთინ ასირი” იქნება.
შეხვედრა სასტუმრო "გრინ პარკის" საფეხბურთო კომპლექსის ნომერ მესამე მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 11:00 (თბილისის დროით - 12:00) საათზე დაიწყება. თურქმენულ კლუბს, რომელიც ადგილობრივ "იოკარი ლიგაში" ასპარეზობს და რომელსაც ქვეყნის კავშირგაბმულობის სამინისტროსთან არსებული მობილური კავშირის კომპანია ”ალთინ ასირი” (ოქროს საუკუნე) აფინანსებს, ადგილობრივი სპეციალისტი ბაირამ დურდიევი წვრთნის. თავის ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ორი წრის (გასამართი ოთხიდან) დასრულების შემდეგ ”ალთინ ასირი” მესამე პოზიციაზეა დამკვიდრებული.
მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ დღევანდელი სპარინგი არასტანდარტულ ფორმატში გაიმართება და ის ორი 35-წუთიანი ტაიმისაგან შედგება.
* * *
თურქმენულ კლუბთან შეხვედრაში ზესტაფონელთა სასტარტო შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, კიკნაველიძე, რეკრუკი, ჭანკოტაძე, შარიქაძე, რაჟამაშვილი, ლომია, ქობალია.
This post has been edited by sergo_38_fcz on 30 Jul 2013, 02:31