
ანუ, რადგან გეგუჩაძემ აკტობე ვერ გამოაგდო მორჩა, ტორპედო ვეღარასდროს ვერ გამოაგდებდა ვერავის ?

აბა, ერთი წელი რას აკეთებდა გეგუჩაძე მაგ თამაშების მერე ? გიას ყველა გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებდა და ასე იყო ტორპედოშიც. მარბელას ტურნირზეც გამოჩნდა, რომ ტორპედო პროგრესირებდა და უნდა გაეგრძელებინა ეს პროგრესი. ბირთვი ჩამოყალიბებული ჰქონდა და ამ ზაფხულს, რამოდენიმე ტრანსფერი მოთხოვა ვისოლს. ფუნდამენტი ჩაყრილი იყო, ხელწერა უკვე ჰქონდა გუნდს და შემდეგ ლეველზე, ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა გადასულიყო (ამისთვის მოითხოვა 2-3 ტრანსფერი) რომ გაუშვეს.
ჩახედული ხარ ქართულ სპორტში და უნდა იცოდე გეგუჩაძის სტილი როგორ აშენებს გუნდს.
ზესტაფონში პირველ წელს ერთი ეტაპი გაიარა, მეორე წელს ორი, მესამე წელს ჯგუფში კინაღამ შევიდა და ერთი წელიც რომ ეცდიათ, დადებდა ჯგუფსაც.