
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება,როცა პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიტვასტან გამართეს,რადგანაც პირველად ლიტვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას.ეს მატჩი გაიმართა 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე.ქართველთა შემადგენლობა ასეთი იყო:ბალაძე,კეტაშვილი,ცხადაძე,კუდინოვი,ფირცხალავა,ნადირაძე,ქეცბაია,ზ.რევიშვილი,ო.კორღალიძე,გურული,ფანცულაია;მწვრთნელი გივი ნოდია.მეგობრული შეხვედრა მეგობრულად 2:2 დამთავრდა.ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი.შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და საკამაოდ წარმატებულიც.
1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო–96–ის შესარჩევ ციკლში,სადაც ქართველმა ფეხბურთელები მოლდოვასთან 1:0 დამარცხდნენ.ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.საქართველო ამ ჯგუფში მე–3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს.მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება,1 ფრე და ჯგუფში მესამე–მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო,თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ.აღსანიშნავია,რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი– 42–ე ადგილი ეკავა.2000 წლის ევროპის ჩმპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა–ევრო 2004ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა,თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ–ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს,დაამარცხეს რა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 1–0.შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა.იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში–ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთს აჯობეს.ევრო 2008–ის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა ერთ–ერთი ხმაურიანი სენსაცია მოახდინა–2:0 დაამარცხა უძლიერესი შოტლანდიის ნაკრები.გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს.საქართველომ აქაც წინა შედეგი გაიმეორა და მხოლოდ ფარერების ნაკრებს გადაასწრო.ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები.შემდეგი შესარჩევი ციკლი(მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო–ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ.ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.2009 წლის 6 ნოემბერს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა.მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა–2010 წელს თამაში არ წაუგია.
მსოფლიო თასი * 1930 - 1990 მონაწილეობას იღებდა სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში
* 1998 - 2010 ვერ დასძლია საკვალიფიკაციო ტურნირი
ევროპის ჩემპიონატები * 1960 - 1992 - მონაწილეობას იღებდა სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში
* 1996 - 2008 - ვერ დასძლია საკვალიფიკაციო ტურნირი
* 2012 წლის საკვალიფკაციო ეტაპი დაუძლეველია
=====================================================
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა=====================================================
მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე, კონსტანტინე სეფიაშვილი
მცველები: კახაბერ ალადაშვილი, გია გრიგალავა, გურამ კაშია, აკაკი ხუბუტია, უჩა ლობჟანიძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე კვახაძე
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე,გიორგი მერებაშვილი, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, ჯაბა კანკავა, სანდრო გურული, მურთაზ დაუშვილი, გოჩა ხოჯავა, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით დევდარიანი, ზურაბ მენთეშაშვილი,თორნიკე აფციაური, დავით თარგამაძე, ირაკლი მაისურაძე
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი,მათე ვაწაძე,დავით სირაძე,ვლადიმერ დვალიშვილი,ირაკლი მოდებაძე,ნიკოლოზ გელაშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე
მწვრთნელები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
# ლატვიის დროშა რობერტო ვისენტე (1992)
# საქართველოს დროშა გიგა ნორაკიძე (1992)
# საქართველოს დროშა ალექსანდრე ჩივაძე (1993-1996)
# საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი (1996)
# საქართველოს დროშა დავით ყიფიანი (1997)
# საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი (1998)
# საქართველოს დროშა გიგლა იმნაძე (1998)
# საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი (1998-1999)
# ნიდერლანდის დროშა იოჰან ბოსკამპი (1999)
# საქართველოს დროშა დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი (2000-2001)
# საქართველოს დროშა ალექსანდრე ჩივაძე (2001-2003)
# ხორვატიის დროშა ივო შუშაკი (2003)
# საქართველოს დროშა მერაბ ჟორდანია (2003)
# საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა (2004)
# საფრანგეთის დროშა ალენ ჟირესი (2004-2005)
# საქართველოს დროშა გაიოზ დარსაძე (2005)
# გერმანიის დროშა კლაუს ტოპმიოლერი (2006-2008)
# არგენტინის დროშა ექტორ რაულ კუპერი (2008-2009)
თემურ ქეცბაია 2009 წლიდან
წინა თემები:
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები√ საქართველოს ეროვნული ნაკრები [ფეხბურთში]✠ საქართველოს ეროვნული ნაკრები ✠✠ ✠ ✠ ✠ ✠
This post has been edited by ტემპერა on 13 Jul 2013, 00:41