დარხეულიაქ რა ქართულ ფეხბურთს
25 წლის ნოდარ მაჭავარიანმა, როგორც იტყვიან, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და... ბანკში დაიწყო მუშაობა.
თავის დროზე ის "ლოკომოტივში", "თბილისში", რუსთავის "ოლიმპში", ქუთაისის "ტორპედოში", გორის "დილაში", "ზუგდიდში", ბოლნისის "სიონში" და ალექს გარსიას დროს თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა.
ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, ამდენჯერვე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ორჯერ ითამაშა საქართველოს თასის ფინალში, 3-ჯერ დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მცველების ნომინაციაში, ექტორ კუპერმა კი ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია.
ვაი ჩვენს პატრონს,,
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...kulisebshi.html * * *
17 აგვისტოს გორში "დილასა" და თბილისის "დინამოს" შორის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი გაიმართა.
შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩში ბევრი საკამთო ეპიზოდი იყო. ძირითად კი აქცენტი დვალის გატანილ გოლზე და გოლერებისთვის არდანიშნულ პენალტზეა გაკეთებული.
ამასთან დაკავშირებით გორის "დილას" მთავარმა მწვრთელა გიორგი დევდარიანმა "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე შემდეგი სტატუსი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს თორნიკე გვანცელაძემ ჩვენ კარში აშკარა თამაშგარედან გოლი გაატარა, აშკარა პენალტი არ დადო და ამის მერე კიდევ ითავხედა და ჩემი ბარათი წაიღო, უნდა დამაჯარიმოს და დისკვალიფიკაცია მომცეს. არც ჯარიმა და არც დისკვალიფიკაცია იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც ჩვენი ფეხბურთის ბედი. ნეტა როდისმე გვეშველება რამე? ერთი ვიგინდარას სასტვენმა რატომ უნდა ჩაყაროს წყალში ამდენი ხალხის შრომა, ამდენი ხალხის იმედი და რწმენა? და დავიჯერო ეს მარტო შეცდომა იყო და მეტი არაფერი? ნეტა ეგრე იყოს. თუ შეცდომა იყო ღმერთმა შეუნდოს, მაგრამ რაღა ორივე ეპიზოდში ჩვენს საწინააღმდეგოთ შეეშალა მაგ ჩემი ცოდვით სავსეს. დღეს ვაღიარებ და მეც შემეშალა, მოვიკითხე პატივცემული თორნიკეს შინაურობა და მზად ვარ რაც მეკუთვნის მივიღო, ჯარიმა იქნება ეს თუ დისკვალიფიკაცია, მაგრამ პატივცემული თორნიკე გააგრძელებს სამართლიანად მკაცრი სიფათით ქართული გუნდების რბევას. წინ თორნიკე. ეხლა მეორე. რამდენიმე დღის წინ, დამირეკა ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის მწვრთნელმა (არადა ის ესპანელია და ჩვენ ქართველები) და მენეჯერმა თაზო ბოკერიამ და მითხრეს რომ, 24-ში ჩამოდიხართ და არ ვიქნებით მართლები 25 ში რომ გეთამაშოთო. გორის "დილას" წარმატება ჩვენი წარმატებაა და მაგრა გგულშემატკივრობთო, თანაც 29-ში განმეორებითი თამაში გაქვთ და საქართველოს პრესტიჯს ყველა უნდა მოუფრთხილდეთო. (მაგათმა გაიხარონ) ან კი რა ვაჟკაცობაა ნათამაშებ- ნამგზავრებ, დახოცილ გუნდთან ქულების მოგროვება - ეს რა თქმა უნდა ღირსეული ხალხისთვის, და ქუთაისლებსაც როგორც ყოველთვის ღირსება და კაცობა არ ეშლებათ. პასუხად კი, ქართული კლუბების ბოსებისგან (და არა ფედერაციისგან, ალალად მათაც უნდოდათ ჩვენი დახმარება) მივიღეთ სასტიკი უარი, არანაირი თამაშის გადადება, მთავარია სამი ქულა გამოგვძიძგნონ, მერე რა რო ქართული გუნდია, მერე რა რო ქართული ფეხბურთის პრესტიჟია, მერე რა რომ სამ დღეში ისევ თამაშია, მთავარია, თუნდაც დავარდნილი; დავკორტნოთ ,გამოვძიძგნოთ, მოვასწროთ მანამ წამოდგომა და სამი ქულა მივისაკუთროდ, მივისაკუთროდ ყველაფრრის ფასად.... და ესე გვინდა ევროპა? ვაი ჩვენს პატრონს".
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...ns-patrons.html This post has been edited by ushuaia on 18 Aug 2013, 23:36