http://www.ipress.ge/new/74192-vladimir-va...l-zghvarze-vartვლადიმირ ვაისი: ახლა კრიტიკულ ზღვარზე ვართ
ეს არის ექსკლუზიური ინტერვიუდან ნაწყვეტი, სრულად ცოტა ხანში

)
* * *
http://www.ipress.ge/new/74193-es-chemi-ka...ladimir-vaistanსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, უკვე წელიწად-ნახევარია, რაც სლოვაკი ვლადიმირ ვაისი მუშაობს. ამ დრომდე, მას არცერთი ქართული მედიასაშუალებისთვის, ინტერვიუ არ მიუცია და მისი ხილვა, მხოლოდ მატჩის წინა და შემდგომ პრესკონფერენციებზე იყო შესაძლებელი.
"აიპრესმა" ჯერ კიდევ თებერვალში, სლოვაკისგან პირადი დაპირება მიიღო ექსკლუზიურ ინტერვიუზე, რომ ის სერბეთთან თამაშამდე, ან მის შემდეგ შედგებოდა, თუმცა ინტერვიუს ჩაწერა არც მაშინ მოხერხდა. ვლადიმირ ვაისთან, კითხვები აიპრესმა 23 აპრილს, სფფ-ს პრესსამსახურის მეშვეობით გადაგზავნა და მხოლოდ დღეს მიიღო, ამიტომ მომავალ ამხანაგურ თამაშებზე, სენტ კიტსთან და მოლდოვას ნაკრებთან, ამ ინტერვიუში შეკითხვები სწორედ ამიტომ არ მოხვდა.
როგორ აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებში, რა პოტენციალს ხედავს ქართულ ფეხბურთში, მიუხედავად შედეგებისა, რატომ სურს მას ეროვნულ გუნდში დარჩენა - პირველად ქართულ მედიასივრცეში, "აიპრესის" ექსკლუზიური ინტერვიუ ვლადიმირ ვაისთან.
- როგორ აღმოჩნდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თავის დროზე და ვისგან მიიღეთ წინადადება?
- ჯერ ალექსანდრე იაშვილმა მთხოვა ტელეფონის ნომერი, ის მაშინ ჯერ კიდევ თამაშობდა თბილისის “დინამოში”. შემდეგ დავით მუჯირმაც გამომართვა ნომერი და ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს შვეიცარიაში, შემდეგ მეორედაც შევხვდით შვეიცარიაში, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გავიცანი. შემდეგ ჩამოვედი თბილისში, რათა დამეთვალიერებინა ქალაქი, სტადიონი, გავცნობოდი პირობებს, შემექმნა წარმოდგენა საქართველოს ნაკრებზე, მენახა ამხანაგური მატჩები და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ კობიაშვილთან და მუჯირთან ერთად სათავეში ჩავდგომოდი ნაკრებს.
- როდესაც თქვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარგადგინათ, აღნიშნეთ, რომ ქართული ფეხბურთის პოტენციალი დაინახეთ, ახლაც ამ აზრზე ხართ? თუკი ქართული ფეხბურთის პოტენციალი დაინახეთ და ქართველი ფეხბურთელების, მაშინ ხშირად რატომ ამბობთ, რომ უნდა გავითვალისწინოთ, თუ სად თამაშობენ ნაკრების ფეხბურთელები თუნდაც?
- ცხადია, აზრი არ შემიცვლია. ჩვენ ახლა ვსწავლობთ უკეთ თამაშს. პატივს ვცემ ყველა ადგილობრივ და უცხოელ მწვრთნელს, რომელიც მანამდე იყო გუნდში... კახა ცხადაძეს, თემურ ქეცბაიას, ისინი ჩემი მეგობრები არიან. ცხადია, ყველა მწვრთნელს სურს დადოს შედეგი, მაგრამ ნაკრების დონეზე ეს არც ისე იოლია. საჭიროა დრო, იღბალიც; რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, ახლაც ვამბობ, რომ ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. მე წელიწადნახევარია, რაც აქ ვმუშაობ,თუმცა, დამეთანხმებით, ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად გაიცნო ადგილობრივი მენტალიტეტი, საფუძვლიანად გაერკვე ყველაფერში. თამაშებიც ცოტაა, ერთ წელიწადში, ალბათ, მწვრთნელს გაცილებით მეტი წარმოდგენა ექნება ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაზე. მართალია, ჯერჯერობით, სასურველი შედეგები არ გვაქვს, მაგრამ ახლა ფეხბურთელები უფრო ხარისხიანად თამაშობენ. ბუნებრივია, რომ მე კრიტიკულად ვარ და ვიქნები განწყობილი, რადგან ჯერ დადებითი რეზულტატი არ არის, თუმცა პოტენციალი რომ არსებობს, ამაში დარწმუნებული ვარ.