ვლადიმერ ვაისი შეცდომები და პლუსები ყველა მატჩის
პირველი 4 მატჩი გაცნობითი ამხანაგურები იყო ამიტომ უკომენტაროდ დავტოვებ
პირველი ოფიციალური მატჩი იყო ავსტრიასთან თბილისში 1-2 დავმარცხდით ეყენა ძირითად შემადგენლობაში უჩა ლობჟანიძე საყრდენ ზონაში დაუშვილი კაშიას დუეტი მარცხენა ფლანგზე დვალიშვილი ხოლო მარჯვენა ფლანგზე ჯიღაური ცენტრ ფორვარდზე კი ყაზაიშვილი არასწორი შემადგენლობა არასწორ პოზიციებზე დაყენებული ფეხბურთელები
მეორე მატჩი ირლანდია საქართველო 1-0 პლუსები გვილიას დებიუტი საყრდენ ზონაში ასევე კაკაბაძის ძირითადი . ჯაბა კანკავას დანაკლისის გამო დაუშვილი იდგა მეწყვილედ საკმაოდ კარგი სათამაშო ხარისხი პირველ ტაიმში სრული უპირატესობა 2 ძელი მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ნავალოვსკის და დაცვის კოლექტიური შეცდომა და კოულმენის გოლი ამ თამაშში ვაისი უშეცდომო იყო.
მესამე მატჩი უელსი საქართველო 1-1 ვაისის ქართულ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩემი აზრით კარგ ფორმაში მყოფ უელსის ნაკრებთან მთელი მატჩი პირველ ნომრად თამაში ბევრი საგოლე მომენტი თამაში რომელიც მოსაგები იყო იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაციის შემადგენლობა.
მეოთხე მატჩი საქართველო მოლდოვა 1-1 . აქაც კარგად ჩატარებული პირველი ტაიმი და კარგად შერჩეული შემადგენლობა სრული უპირატესობა მაგრამ მეორე ტაიმში 64 წუთზე ქვილითაიას მაგივრად შემოიყვანა კანკავა და გვილია აწია გამთამაშებლის პოზიციაზე ხოლო საყრდენებზე დარჩნენ კანკავა დაუშვილის დუეტი რითაც გუნდს ფაქტიურად ვეღარ აქონდა ბურთი მოედნის მეორე მხარეს შესაბამისად 78 წუთზე გაშვებული გოლი.
2017- ზამთრის შეკრება და ელიგის თან არასწორად დაკომპლექტებული ნაკრები შესაბამისი შედეგებითაც იორდანიასთან მარცხი და უზბეკეთთან ფრე აქ მიდავება ვაისთან ნაკლებად შეიძლება.
საქართველო სერბეთი 1-3 ძალიან კარგი პირველი ტაიმი, მაგრამ საშინელი მეორე ტაიმი ფლანგის ნახევარმცველების პოზიციებზე 2 ნელი ფეხბურთელი ყაზაიშვილი და ანანიძე რის გამოც ვერ ხერხდებოდა დაცვის ფლანგების დახმარება რის გამოც სერბების მთავარი ზეწოლა ფლანგებზე გაკეთდა შედეგად 1-3
საქართველო ლატვია 5-0 ამხანაგური კარგად დაყენებული შემადგენლობა პლუსები კიტეიშვილის და არაბიძის დებიუტი და შესანიშნავი სათამაშო ხარისხი
საქართველო სენტ კიტსი 3-0 ცუდი შემადგენლობა მაგრამ არაბიძის ინდივიდუალურად მოგებული თამაში.
მოლდოვა საქართველო 2-2 ვაისს ყველაზე ცუდად არჩეული შემადგენლობა ამ მატჩში ყავდა 5 მცველიანი ტაქტიკა კარში მაკარიძე ფლანგის მცველად დაბრუნებული უკვე ელიგაში მოთამაშე უჩა ლობჟანიძე კანკავა დაუშვილის დუეტი საყრდენის პოზიციაზე დვალიშვილის ფლანგზე თამაში და კაჭარავას ცენტრ ფორვარდობა შედეგად პირველ ტაიმში 2-0 მეორე ტაიმში გაკეთებულმა დროულმა ცვლილებებმა 2-2 გახადეს და მოგებაც შეეძლოთ ძალიან უარყოფითი შედეგი მოლდოვასთან 2 თამაშიდან ვერცერთი მოგებული მატჩი.
საქართველო ირლანდია 1-1 ისევ მაკარიძის სასტავი გარდა ამისა ჯიღაურის ძირითადიც ფლანგზე. მაკარიძის შეცდომა და 0-1 პირველივე წუთებზე დაცვაში ჩამჯდარი ირლანდია და დაგვიანებული ცვლილებები და ბოლო წუთებზე ფრეზე თამაში.
3 დღეში ავსტრიაში გასვლაზე 1-1 ერთერთი საუკეთესო მატჩი ვაისის და დადებითი შედეგი მაგრამ აქაც ძალიან დაგვიანებული ცვლილებები მეორე ცვლილება 88-ე წუთზე გააკეთა...
საქართველო უელსი 0-1 ამ მატჩში დაცვით ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი რითაც ფაქტიურად უმომენტოდ ვიყავით მთელი მატჩი მატჩის ბოლოს კი თამაშის გასაძლიერებლად შემოგდებული ჯიღბალა

როცა გასატანი გვქონდა.
სერბეთი საქართველო 1-0 ისევ ჯიღაურის ძირითადი რამაც საბოლოოდ დაღუპა 74-ე წუთზე შეტევაში წასული გუნდი ჯიღაურის უაზროდ დაკარგული ბურთი სწრაფი კონტრშეტევა და გოლი ჩვენს კარში. გოლის შემდეგ არასწორი ცვლილებები.
საქართველო კვიპროსი 1-0 მოგებული ამხანაგური ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე ნორმალური თამაშის ხარისხით
საქართველო ბელორუსი 2-2 აქ უკვე ბევრი ექსპერიმენტი იყო კვასხვაძე კარში დაცვის ფლანგზე გეგეჭკორი ჯიღბალა პაპუნას ფლანგები და ვერ მოგებული თამაში ბელორუსთან
2018: საუკეთესო წელი ვაისისთვის მთავარი მიზეზი: ფაფხურას და ჯანოს ტრამვები ჩაკვეს გამოჩენა და წარმატებული წელი.
საქართველო ლიტვა 4-0 ჩაკვეს დებიუტი და შესანიშნავი თამაშის ხარისხი
საქართველო ესტონეთი 2-0 აქაც კარგი სათამაშო ხარისხი ნახევრად ექსპერიმენტალური შემადგენლობით
საქართველო მალტა 1-0 ეს მატჩი კი ვერ ჩაეთვლება აქტივში გეგეჭკორი ჭანტურიშვილის ძირითადი ასევე ათამაშა ზივზივაძე რომელმაც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ალბათ იგივე შთაბეჭდილება ჰქონდა დარჩენილი დღემდე. ბოლო წუთზე დანიშნული პენალტით მოპოვებული გამარჯვება.
ლუქსემბურგი საქართველო 1-0 ძალიან სუსტი შემადგენლობა დააყენა პირველად აქ დააყენა ჯიღაური მარჯვენა მცველად შესაბამისად მისი ფლანგიდან გაშვებული გოლი გარდა ამისა შემტევ ხაზში იდგა ჭანტურიშვილი ბერიძე კაჭარავას ტრიო.
ყაზახეთი საქართველო 0-2 ჩაკვეტაძის მოგებული შეხვედრა.
საქართველო ლატვია 1-0 კაჭარავას და ფაფხურას დაბრუნება ძირითადში შესაბამისად შეტევაში ცუდი სათამაშო ხარისხი ჩაკვეს მოპოვებული პენალტი და გამარჯვება
საქართველო ანდორა 3-0
ლატვია საქართველო 0-3 ერთერთი საუკეთესო მატჩი ვაისის შემადგენლობაც კარგი და თამაშიც.
ანდორა საქართველო 1-1 უმოტივაციოდ ნათამაშები მატჩი ფეხბურთელებისგან. არაბულის ცენტრფორვარდობა და კაჭარავა ჭანტურიშვილით გაძლიერებული შეტევა
საქართველო ყაზახეთი 2-1 ისევ ჩაკვეს ინდივიდუალურობა შემადგენლობაც ოპტიმალურად დააყენა.
2019 ჯანოს და ფაფხურას დაბრუნების წელი და დაბრუნება წარსულში.
საქართველო შვეიცარია 0-2 სავარაუდოდ ვერცერთი სასტავით ვერ მოვუგებდით შვეიცარიას და ვაისს ამაზე რამე დააბრალო არ იქნება სწორი მაგრამ ჯანოს და ვაკოს ისევ ფლანგებზე დაყენება 62 წუთზე ტაბიძეს მაგივრად გამოყვანილი კვირკველია და მარცხენა მცველზე გადაწეული კაშია + 73 წუთიდან უცენტრფორვარდოთ თამაში
ირლანდია საქართველო 1-0 ერთერთი ყველაზე საზიზღარი მატჩი ვაისისგან ხოჭოლავას მარცხენა მცველად დაყენება გვილიას 10-ანზე დაყენება კიტეიშვილის ფლანგზე დაყენება და რაც მთავარია ვატო არველაძის გასასტავება რამაც აბსოლიტურად ყველა შეტევა ჩაგვიშალა...
საქართველო გიბრალტარი 3-0 ხვიჩას დებიუტი
დანია საქართველო 5-1 ელიგაში დაბრუნებული ძალიან მოკლებული ნავალოვსკის გასასტავება გვილიას ცენტრ ფორვარდად დაყენება

კიტეიშვილის მარჯვენა ვინგერად თამაში გრიგალავას გასასტავება + ცუდი მსაჯი რომელმაც უაზრო პენალტები დაგვინიშნა.
კორეა საქართველო 2-2 მაკარიძის სასტავი რაც ავტომატურად ნიშნავს 2 გაშვებულ ბურთს

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უაზრო ცვლილებები
საქართველო დანია 0-0 ნამდვილად აქტივში უნდა ჩაეთვალოს ამ ფორმაციის დანიასთან ქულის აღება დაცვის(კაკაბაძე ტაბიძის ფლანგები) და საყრდენი ზონის(აბუ კიტეს დუეტი) შესანიშნავი თამაში მაგრამ ცუდ ფორმაში მყოფი ფაფხურა ჯანოს შემტევი დუეტის გამო ფაქტიურად უმომენტოდ თამაში
საქართველო ირლანდია 0-0 ეს თამაში კი აუცილებლად უნდა მოეგო მაგრამ ისევ ჯანო და ფაფხურა და 0 კარში დარტყმა მთელ მატჩში... ბოლო წუთებში 2 ძალიან მაგარი დანიშნული ჯარიმა 1 ოქრიაშვილმა კედელს გაარტყა მეორე ჯანომ გარდასახა.
გიბრალტარი საქართველო 2-3 ხარაიშვილის და შენგელიას კარგი დებიუტები მაგრამ საპირისპიროდ ისევ ელიგაში მყოფი ნავალას გასასტავება შესაბამისად ავტომატურად 2 გოლი ჩვენს კარში. + ელგუჯა ლობჯანიძის ძირითადი ანანიძის საყრდენობა. ქვილითაიას ბოლო წუთებზე გატანილმა გოლმა უშველა ვაისს სირცხვილისგან
შვეიცარია საქართველო 1-0 ხოჭოლავას მარცხენა მცველობა, და ცვლილების გარეშე თამაში იქამდე სანამ არ გაგვიტანეს ძალიან კარგი 70 წუთი ჯგუფის ლიდერთან მაგრამ გადაღლილი გუნდი დაგვიანებული ცვლილებები და მარცხი. 83-ე წუთზე გააკეთა ამ მატჩში პირველი ცვლილება.
ხორვატია საქართველო 2-1 ისევ მაკარიძე ნავალოვსკი ჯიღაურის პაპუნაშვილის და ელგუჯა ლობჯანიძის ძირითადი მეორე ტაიმში ჯიღაურის მარჯვენა მცველობა და პერისიჩის გოლით წაგებული მატჩი. ხორვატიაც მეორე სასტავით იყო თითქმის უნდა აღინიშნოს.
ამ ერთა ლიგაზე აურია ყველაზე მეტად ვაისმა ისე უნდა ითქვას 2016-ს შემდეგ ასეთი რაღაცეები არ უკეთებია.
ესტონეთი საქართველო 0-1 ჯიღაურის მარცხენა მცველობა

საქართველო მაკედონია 1-1 მალის დებიუტი ოღონდ მარცხენა მცველად შესაბამისად დაშვებული შეცდომაც. ჩაკვეს სკამზე დასმა...
საქართველო ბელორუსი 1-0 არც ისე კარგი სათამაშო ხარისხი მაგრამ გამარჯვება ასეთ თამაშებში მოგება როგორც არ უნდა იყოს პლუსია მაგრამ ერთი რამე ცუდად მენიშნა ამ მატჩში დვალის მარცხენა მცველობა და ტაბიძეს სკამზე დასმა რამაც საბოლოო შედეგი ფინალში მოიტანა...
სომხეთი საქართველო 2-2 საზიზღარი შემადგენლობა მთელი ბათუმის დინამოს გასასტავება ჯიღაური ნავალას დაცვის ფლანგები + კბოახიძე დაცვის ცენტრში მაკარას ძირითადი რაც ავტომატურად 2 გოლია როგორც ზემოთ აღვნიშნე და 76 წუთზე კანკავას მაგივრად დაუშვილის გამოყვანა რამაც საბოლოოდ პენალტი და მეორე გოლი მოიტანა ჩვენს კარში.
მაკედონია საქართველო 1-1 აქაც ჯიღაურის მარჯვენა მცველობა გვილიას 10-ზე თამაში ხვიჩას სკამი მაგრამ კარგად დაგეგმილი მატჩი რომელიც ლოგიკურად გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო ბოლო წუთებზე ნავალა კობახას შემოგდება და უაზროდ დანიშნული პენალტი რამაც დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუპოვა მაკედონიას უკვე ერთა ლიგის ფინალის წინ.
FINAL ეს იყო ვლადიმერ ვაისის გადამწყვეტი მატჩი რითაც შეეძლო საბოლოო ჯამში დადებითად ჩაწერილიყო ნაკრების ისტორიაში და მთელი ის შეცდომები რაც ქონდა ამ 1 მატჩით გამოესწორებინა მაგრამ გარდა ვაისის შეცდომებისა ამ მატჩზე გავლენა მოახდინა უიღბლობამაც კიტეიშვილის ჩაკვეტაძის კვარაცხელიას გამოკლება + ქვილითაიას მიკრო ტრამვა. მაგრამ შეუძლებელია ვინმეს მოუგო ფაფხურა ოქრის და ყაზაიშვილის ნაირი ნელი ფლანგებით გვილიას 10-ანზე დაყენებამ მოიტანა ეს შემადგენლობა ვაკო რომ 10-ანზე ყოლოდა და დავითაშვილი დაეყენებინა ფლანგზე სხვა თამაში წავიდოდა + დვალის მაგივრად აუცილებლად ტაბიძე უნდა ყოფილიყო ძალიან დაგვიანებული ცვლილებები და მარცხი გადამწყვეტ მატჩში

რითაც საბოლოოდ უარყოფითად უნდა შეფასდეს ვაისის მუშაობა.
საქართველო სომხეთი 1-2 ეს კი უკვე ყველაზე უპასუხისმგებლობა იყო რაც კი ვაისს გაუკეთებია იცოდა რომ მიდიოდა და დაგვიკარგა B ლიგაში გადასვლის შანსი დააყენა ძალიან ძალიან ცუდი შემადგენლობა მაკარიძე კარში ჯიღაური ნავალოვსკის ფლანგები ისევ გვილია 10-ანზე და გუჯა ლობჯანიძე ცენტრ ფორვარდად რაც ამ ბოლო მატჩში გააკეთა არ იმსახურებდა ნაკრები მაგას ფსიქოლოგიურადაც მოშალა ნაკრები და ხალხშიც საბოლოოდ მოკლა იმედები რითაც ისევ 0-დან მოუწევს ნაკრებს დაწყება
ვაისის მუშაობას 10 ბალიანი სისტემით 5,5 ქულით შევაფასებ
მთავარი პრობლემები ჯიუტად ნდობა მოყვარული ხალხის უარის თქმა ინდივიდუალისტებზე როცა კარგ ფორმაში იყვნენ გიორგი ხარაიშვილის ლუკა ზარანდიას ბოლოს ბუდუ ზივზივაძის ასევე კარგი შედეგის დამდები გიორგი არაბიძის მოშორება ნაკრებიდან, ნაკლები რისკიანობა ფრეზე თამაში ყველა ნორმალურ გუნდთან, თითქმის ყოველთვის არასწორად გამოძახებული შემადგენლობა.
იმედია კარგ მწრთვნელს მოიყვანს ფედერაცია თუ ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ საკვალიფიკაციოდანაც ევროპაზე გასასვლელად აუცილებელია გოგია წიტაიშვილი მარადიშვილი და მიქაუტაძე გადმოვიბიროთ შემადგენლობის სიღრმეც გაიზრდება და ტრამვების შემთხვევაში როტაციაც ნორმალურად მოხდება 1 კარგი აგენტიც გვჭირდება რომელიც 3-4 კაცს მაინც წაიყვანს ტოპ ლიგაში ჩაკვე ხვიჩა კიტე ამ ბიჭებს შეუძლიათ ტოპ ლიგაში თამაში იმედია მიემატება კიდევ ვიღაცები. უკეთესი გუნდებია საჭირო რომ რაიმეზე ვიბრძოლოთ .
მომავალ ციკლში ეს ხალხი უნდა მოიაზრებოდეს შემადგენლობაში
მეკარე: ლორია მამარდაშვილი გუგეშაშვილი
მარჯვენა მცველები : კაკაბაძე თორნიკე კირკიტაძე მესამე ვარიანტი მალი
ცენტრალური მცველები ხოჭოლავა კვირკველია კაშია დვალი ლოჩოშვილი
მარცხენა მცველები: ტაბიძე ლაკვეხელიანი
საყრდენები: მარადიშვილი კიტეიშვილი,კანკავა, აბურჯანია გვილია ნინუა ქოჩორაშვილი კვეკვესკირი
მარცხენა ვინგერი: კვარაცხელია, ხარაიშვილი, ლობჟანიძე
გამთამაშებელი: ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, ყაზაიშვილი
მარჯვენა ვინგერი: გოგია,წიტაიშვილი, შენგელია თუ გაცოცხლდნენ არაბიძე ზარანდიაც.
ფორვარდი: მიქაუტაძე,ქვილითაია, ზივზივაძე დანარჩენები იმდენად დაბალი დონეა რომ რავიცი ამათგან მაინც სხირტლაძე და მიქელთაძე მირჩევნია ყველას პროსტა 1 დოღთალბეთშია მეორე როტორის სკამზე.
This post has been edited by crack94 on 17 Nov 2020, 22:36